in

ჰიპ-ჰოპის მოსმენა ყველს უფრო გემრიელს ხდის? — კვლევა

ახლა მსოფლიო ჰიპ-ჰოპის 50 წლის იუბილეს აღნიშნავს და მუსიკის ინდუსტრიაში მის წარუშლელ როლს უსვამენ ხაზს. მართლაც, მან თანამედროვე სამყაროში მუსიკის ყველაზე პოპულარული სტილი შექმნა, დროთა განმავლობაში დიდი ევოლუცია განიცადა და უდიდეს კულტურად ჩამოყალიბდა. თუმცა ამ შემთხვევაში არა ჰიპ-ჰოპის ისტორიაზე, არამედ ჟანრის უცნაურ მეცნიერულ „ჯადოსნურობაზე“ ვისაუბრებთ.

M2
M2

დაახლოებით 4 წლის წინ შვეიცარიელმა მეცნიერებმა უჩვეულო ექსპერიმენტი ჩაატარეს იმის გასაგებად, თუ როგორ იმოქმედებს ყველის გემოზე სხვადასხვა ჟანრის მუსიკა. ან როგორც ბერნის ხელოვნების უნივერსიტეტმა აღწერა, „ხმის ტალღების ბიო-აკუსტიკური ზემოქმედება ყველის მეტაბოლურ პროცესებზე აისახება“. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა რამდენიმე ჟანრის მუსიკა მოასმენინეს ემენტალის ცხრა ათკილოიან ყველს — მაგალითად, ერთს მოცარტის ჯადოსნურ სიმფონიებს ასმენინებდნენ, ერთს — Led Zeppelin-ის Stairway to Heaven-ს, ერთი A Tribe Called Quest-ის We Got it From Here-ს „უსმენდა“.

6 თვის შემდეგ ყველის ბრმა დეგუსტაციის დროც დადგა. მაქსიმალური სიზუსტისთვის, ეს პროცესი ორჯერ გაიმეორეს და ორივეჯერ იმ ყველს მიენიჭა უპირატესობა, რომელსაც ჰიპ-ჰოპს ასმენინებდნენ. „მუსიკალური ენერგია პირდაპირ ყველის შუაგულში რეზონირებდა“, — აღნიშნა ბერნის ხელოვნების უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, მაიკლ ჰერენბერგმა.

რა თქმა უნდა, ეს ერთი კვლევა საკმარისი არ არის საბოლოო დასკვნების გამოსატანად. სანაცვლოდ, მეცნიერებს სურთ, უშუალოდ ჰიპ-ჰოპის ჟანრის სხვადასხვა მუსიკა მოასმენინონ რამდენიმე ყველს და უკვე ისინი შეაჯიბრონ ერთმანეთს.

აქვე საგულისხმოა, რომ როგორც ბერნის მეცნიერები განმარტავენ, ექსპერიმენტს საფუძვლად არა ყველის გაუმჯობესებული წარმოება, არამედ კულტურული საკითხები დაედო. მათი თქმით, ადამიანებს უყვართ ყველი და მუსიკა, ამიტომაც საინტერესოა ამ ორის კავშირის დანახვა.

როგორია GWP-სა და Aqualia-ს ახალი სამოქმედო გეგმა – გაეცანით სიახლეებს სტატიაში!

„ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ შუა აღმოსავლეთსა და ევროპაში” – თბილისი ჰილსის მაცხოვრებლები კომპლექსის შესახებ