10
Oct
2018

რატომ უნდა აიყვანოთ სამსახურში ინტროვერტები?! – რჩევები კომპანიის ხელმძღვანელებს

10 Oct 2018

კომპანიისთვის ინტროვერტი თანამშრომელი უკეთესია, ვიდრე – ექსტრავერტი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, გულჩათხრობილი და ასოციალური ადამიანი, ორგანიზაციას, კომუნიკაბელურ კადრზე ბევრად მეტ სარგებელს მოუტანს.

statiebi-bog
statiebi-bog

რა ხდება სინამდვილეში, რატომ უნდა მიანიჭონ ხელმძღვანელებმა უპირატესობა ინტროვერტ ადამიანებს?!

ინტროვერტები, ზოგადად, უფრო კრეატიულები არიან. როგორც გამოცემა Perceptual and Motor Skills წერს, ნებისმიერ პრობლემაზე მათ აქვთ ერთადერთი რეაქცია – შემოქმედებითი მიდგომა. მეტიც, ისინი თანმიმდევრულად კრეატიულები არიან. სამეცნიერო კვლევა ადასტურებს, რომ  თუ ექსტრავერტებს შემოქმედებითი პროდუქტის შესაქმნელად კარგი ხასიათი და დადებითი აურა სჭირდებათ, ინტროვერტები ცუდ განწყობაზეც გადასარევად ახერხებენ კრეატიული იდეების მოფიქრებას. ინტროვერტებს უკუკავშირის უკეთესი უნარი აქვთ. კვლევის თანახმად, ნეგატიური, პოზიტიური თუ ნეიტრალური „ფიდბექის“ დროს, მათ უფრო ზუსტად შეაფასეს თითოეული ფაქტი თუ მოვლენა. ინტროვერტების მოტივირება გაცილებით მარტივია. გამოცემა Journal of Educational Psychology წერს, რომ წახალისებისა და ქების შემდეგ, ისინი გაცილებით პროდუქტიულები გახდნენ, ვიდრე ექსტრავეტერტები ან ის ინტროვერტები, ვინც პირიქით, შენიშვნა მიიღო. თუ მერილენდის უნივერსიტეტის კვლევას გავითვალისწინებთ, ინტროვერტები „დედლაინებს“ არასოდეს არღვევენ. მათ უყვართ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა და მომზადება. შესაბამისად, პროექტის დასრულების ან რაიმე დავალების შესრულების ვადებს ზუსტად იცავენ. ინტროვერტები უკეთ ახერხებენ კოლაბორაციას. განსხვავებული ტიპაჟის სტუდენტებზე დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ მათ მოახერხეს ერთმანეთთან მშვიდად მუშაობა და მთელი რიგი კრეატიული გადაწვეტილებებიც მიიღეს,  მაშინ, როდესაც  ექსტრავერტები ათას წვრილმანზე დაობდნენ და ელემენტარულზეც ვერ შეთანხმდნენ. ინტროვერტები დაუფიქრებლად არაფერს ამბობენ. როგორც გამოცემა Journal of Personality წერს, თითოეულ საკითხზე ჯერ კარგად დაფიქრდებიან, შემდეგ კი საკუთარ აზრს დინჯად, აუჩქარებლად და დალაგებულად გადმოსცემენ. ინტროვერტებს არაფრის მომცემი და ზედაპირული ლაპარაკი არ უყვართ. ამსტერდამის უნივერსიტეტის კვლევით, მათ ურჩევნიათ, თითოეულ საკითხზე კონრეტული მაგალითებით ისაუბრონ და მხოლოდ იმ თემებზე გამოხატონ აზრი, რაც ნამდვილად იციან. ინტროვერტები არასოდეს მოაწყობენ საბოტაჟს. როგორც გამოცემა Applied Psychology წერს,  გამორიცულია, მათ თავიანთი მოვალეობა არ შეასრულონ, ან წინასწარ განსაზღვრულ გზას გადაუხვიონ.

წყარო: Inc.com



განხილვა