“გამარჯობა, რაიან. ძალიან მომწონს შენი რეკლამები, ფილმებსაც არაუშავს, თუმცა რეკლამები უფრო მომწონს,” – ამ სიტყვებით იწყებს კოპირაიტერი დევიდ ვალენტო ვიდეომიმართვას, რომელიც მსახიობ რაიან რეინოლდსს ეძღვნება. ვალენტო, რომელიც სააგენტო Ogilvy-ში მუშაობდა, პანდემიის გამო, სხვა უამრავი ნიჭიერი ადამიანის მსგავსად, უმუშევარი დარჩა. ახლა კი, საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენილმა, გადაწყვიტა ახალი დამსაქმებელი თავად შეერჩია და რაკი გემოვნება ასე დაემთხვა – სახალისო ვიდეოს ადრესატად რაიან რეინოლდსი აირჩია. ნახეთ და შეაფასეთ – აიყვანდით სამსახურში დევიდ ვალენტოს?
დამიქირავე, რეინოლდს! – უმუშევარი კოპირაიტერი რაიან რეინოლდსს სამსახურს სახალისოდ სთხოვს
