in

იფიქრეთ მარკეტერივით: როგორ დაიქირავოთ თანამშრომლები სამუშაო ძალის დეფიციტის დროს?

თუკი, თქვენი კომპანია ახალი თანამშრომლების დამატებას საჭიროებს, შესაძლოა, თქვენი, როგორც დამქირავებლის ბრენდინგ სტრატეგიის გადახედვის დრო იყოს. პანდემიის პერიოდში, მილიონობით ადამიანი წამოვიდა სამსახურიდან, რამაც კვალიფიციური სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი გააჩინა. სამართლიანი ანაზღაურება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, თუმცა, ასევე ღირებულია კომპანიის კულტურა. დაქირავების პირობები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ადამიანებმა გადააფასეს პრიორიტეტები და ფულის გამომუშავების გარდა, სურთ იყონ დაფასებული და იგრძნონ, რომ რაღაც დიდის ნაწილი არიან. მაინც, როგორ უნდა ვიფიქროთ მარკეტერივით?

pasha-statiebi
pasha-statiebi

ახმაურდით

მხოლოდ LinkedIn-ისა და განცხადებების ვებგვერდების გამოყენება არაა საკმარისი. ვებგვერდით, თავის მხრივ, შეუფასებელი სოციალური პლატფორმაა, სადაც კომპანიები ვაკანსიების შესახებ ანთავსებენ ინფორმაციას. თუმცა, მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა ნარატივი, რაც თანამშრომლებს მოიზიდავს, მედია პოსტების სტრატეგია, მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა და მოვლენების ხაზგასმა. მუდმივი ხილვადობის შენარჩუნებით თქვენ გამოიმუშავებთ რესურსს, რითაც პოტენციური კანდიდატების მოზიდვას შეძლებთ მაშინაც კი, როცა მიმდინარე ვაკანსია გამოცხადებული არ გაქვთ. თუკი შეძლებთ თანამშრომლებისგან მოისმინოთ მათი გამოცდილება სოციალურ მედიაზე, ეს კიდევ უკეთესია. ზოგიერთი კომპანია თანამშრომლებთან ვიდეოინტერვიუებს წერს, რათა გაიგოს, რა მოსწონს კოლექტივს სამუშაო გარემოში. ამგვარად, თანამშრომლებს ასაუბრებთ ისეთ თემებზე, რაც არ უკავშირდება ანაზღაურებას და რაც მათ ზრუნვას აგრძნობინებთ. თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ როდესაც სამუშაო ადგილები შევსებულია, მათთვისვეა ეს სასარგებლო.

მოემზადეთ გასაუბრებაზე თამაშისთვის

სწრაფი დაქირავება ერთია, ეფექტიანი – მეორე. როდესაც 2020 წლის აპრილში სარეკლამო სააგენტო Summer Friday გაიხსნა, მასში 12 დამფუძნებელი თანამშრომელი მუშაობდა, 18 თვის შემდეგ – 30. კომპანია სწრაფ ზრდას დაქირავების პროცესს უკავშირებს, რომელიც პრიორიტეტულად კულტურასთან და ტრადიციებთან შესაბამისობაში მყოფი კანდიდატების მოძიებას გულისხმობს. როდესაც კომპანია სასურველ კანდიდატს პოულობს, სწრაფად მმოქმედებს და ამავე დროს, ინარჩუნებს ადამიანზე ორიენტირს, გასაუბრების დროს. კომპანია ეძებს ანტრეპრენერული სულის მქონე ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა როლის მორგება სურთ. ორგანიზაცია აპლიკანტის თრექინგის სისტემას იყენებს, რაც ერთგვარი პროგრამული უზრუნველყოფაა რეკრუტინგისას. ყოველი კანდიდატი, დაახლოებით, ხუთ გასაუბრებას გადის, რაც სულ რამდენიმე დღის მანძილზე გრძელდება.

ერთი ინტერვიუ კომპეტენციას ეხება – ამ დროს აპლიკანტს ესაუბრება ამჟამინდელი თანამშრომელი და ზედმიწევნით უხსნის ფუნქციებს. კომპანია, ჯერ კიდევ, დისტანციურად მუშაობს, ამიტომ ეს ერთი-ერთზე შეხვედრები ადაპტაციასაც ემსახურება.

აამუშავეთ გამჭვირვალობა

დამქირავებლის ძლიერი და გამჭვირვალე ბრენდი თავის მხრივ არის სასურველი თანამშრომლების მოზიდვის ხელშემწყობი ფაქტორი. ეს ბევრად ეფექტიანი და შედეგიანი პროცესია. როდესაც კომპანიის კულტურა მკაფიოდ და გულდასმით არის მიწოდებული აპლიკანტებამდე, თანამშრომლებმა იციან, რა ელით ამ ადამიანებს და შეუძლიათ ადაპტაციაში დაეხმარონ. მნიშვნელოვანია, ინტერვიუ დაგეგმოთ იმგვარად, რომ ჩანდეს, რას წარმოადგენს კომპანიის გუნდი და რა ღირებულებები ამოძრავებთ. მიეცით აპლიკანტებს საშუალება, აგირჩიონ. ადამიანები ამას აფასებენ და სწორედ ასეთი გარემოსკენ ილტვიან.

 

წყარო: inc.



ყველა დაზღვევაზე მნიშვნელოვანი – „ალდაგის“ სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა

Glovo: დაბადების დღეს არ ვიხდით!