ქუჩის სტილის ნათლიმამად წოდებული ჰიროში ფუჯივარა Apple– ის სპეციალური სახის ნიღბის სურათებს გვიზიარებს.
ნიღბები შექმნილია იმ ინჟინრებისა და ინდუსტრიული დიზაინერების მიერ, რომლებიც როგორც წესი, iPhone-სა და iPad-ებზე მუშაობენ ხოლმე.
სახის ნიღბები Apple– ის თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის შეიქმნა და მისი მინიმალისტური დიზაინი და შეფუთვა კომპანიის ეთიკასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია.
View this post on Instagram
Apple-ის სახის ნიღბებზე საუბარი, ჯერ კიდევ, გასული წლის სექტემბერში დაიწყო Youtube-არხ Unbox Therapy-ზე.