25 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე, გვადალახარას წიგნის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე, მექსიკაში ცნობილი გამომცემლობა „პორუას“ ქსელის მიერ, გიორგი გაფრინდაშვილის წიგნის “Historia de Georgia“ (საქართველოს ისტორია) მეორე ესპანურენოვანი გამოცემა იქნება წარმოდგენილი.
პირველად წიგნი საქართველოს საელჩომ არგენტინის რესპუბლიკაში გამოსცა, ხოლო ამჯერად, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საელჩომ მექსიკის შეერთებულ შტატებში იზრუნა გიორგი გაფრინდაშვილის წიგნის “Historia de Georgia“ (საქართველოს ისტორია) მეორე ესპანურენოვან გამოცემაზე.










