15
May
2019

სინქრონი და ბალანსი ჰონგ-კონგის საბალეტო დასისგან

15 May 2019

კობი
კობი


Hong Kong Ballet (HKB) 40 წლის იუბილეს Design Army-ს მიერ შექმნილი ვიდეორგოლით აღნიშნავს. სიზუსტე, სინქრონი – ისეთი, როგორც ჩინელებს შეიძლება ჰქონდეთ, ფერები, სხვადასხვა თაობის მოცეკვავეები, ბასებით გაჟღერებული „ბოლერო“ – ესაა ვიდეორგოლი კლასიკის მოდერნიზმთან შერწყმაზე.

HKB ტოპ ინსტიტუციაა, რომელიც ჰონგ-კონგის უნიკალურ ხასიათს წარმოაჩენს. საბალეტო კომპანია 1979 წლის დასაწყისიდან ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაში, მის რეპერტუარში არაერთ ცნობილ მოცეკვავეს შეუტანია კლასიკურ დადგმებში ცვლილებები, სპეციალურად ახალგაზრდა თაობის აუდიტორიისთვის: ნინო ანანიაშვილი, სინტია ჰარვი, ანა-მარია ჰოლმსი, ჯონ მეანი და მრავალი სხვა.

განხილვა