in

H&M-ის 2021 წლის გაზაფხულის კოლექცია მხოლოდ ორგანული და გადამუშავებული ქსოვილებით შეიქმნა 

ანუკი არეშიძე, ნინუცა ორჯონიკიძე, ლუიზა ჩალათაშვილი – H&M-ის კამპანიის მთავარი პერსონაჟები

ჩვენი პლანეტა დღესდღეობით არაერთი გლობალური, გარემოსთვის ზიანის მომტანი გამოწვევის წინაშე დგას. მრავალი ინდუსტრია ამ გამოწვევებს მდგრადი მიდგომებით უპირისპირდება. ამ ინდუსტრიებს შორის კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი მოდას უკავია.

უკვე დიდი ხანია, რაც H&M მდგრად მიდგომებს ნერგავს. 2021 წელს კი მან გადაწყვიტა, გაზაფხულის კოლექცია სრულად ორგანული და გადამუშავებული, ნატურალური ქსოვილებით შეექმნა. ესენია: ორგანული ბამბა, გადამუშავებული ბამბა, ორგანული ტილო და ინოვაციური მასალა, სახელწოდებით AgraLoop BioFibre. ახალი კოლექციის მხარდასაჭერად, ბრენდმა, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც დაიწყო კამპანია, რომლის მთავარი პერსონაჟებიც დიზაინერი ანუკი არეშიძე, ტელეწამყვანი ნინუცა ორჯონიკიძე და ფოტოგრაფი ლუიზა ჩალათაშვილი არიან.

„სამივე მათგანი დაკავშირებულია მოდის ინდუსტრიასთან, აქვთ ჩაცმის ნამდვილად გამორჩეული სტილი და , როგორც ინფლუენსერები, თავიანთი გამომწერებისთვის, აზრის ლიდერები არიან. ისინი მოგვითხრობენ, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას სამოსის შერჩევისას, რატომაა მნიშვნელოვანი სამოსის ნატურალური მასალებისგან დამზადება და, პარალელურად, გვაცნობენ იმ ტერმინებს, რომლებიც მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული მდგრად მოდასთან“. 

და მაინც, რა სარგებელი მოაქვს სამოსის ზემოთ ჩამოთვლილი ქსოვილებისგან დამზადებას?

მნიშვნელოვნად იზოგება ენერგია და წყალი; სამოსი არა ახალი ქსოვილებისგან/მასალებისგან იქმნება, არამედ უკვე გადამუშავებული მატერიებისგან ან სულაც აგრარული (საკვები) ნარჩენებისგან. მდგრადი მოდის მიზანიც ხომ ესაა: წყლის, ენერგიისა და ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შემცირება.

აქვე აღსანიშნავია, რომ H&M ჯგუფი, 2018 წლის მონაცემებით, გადამუშავებული ბამბის გამოყენებით მეორე ადგილს იკავებს, მსოფლიო მასშტაბით.

H&M Group უკვე 20 წელია, მუშაობს მდგრადი მოდის ინდუსტრიის განვითარებაზე და მისი მიზანია, ძალიან მალე, მთლიანი წარმოება გახდეს წრიული – ანუ მოხდეს წარმოება მინიმალური დანახარჯებით, რაც ნიშნავს ტანისამოსის შექმნას, წარმოებას და ტარებას ისე რომ, ის არასდროს დარჩეს გამოუყენებელი. 

2030 წლისთვის, H&M, გეგმავს, მისი პროდუქციის 100%-ის წარმოებას მდგრადი და გადამუშავებული მასალებისგან. დღეისათვის, ბრენდის სრული წარმოების 57% უკვე მდგრადი ქსოვილებით და მასალით არის დამზადებული“.

H&M-ის ახალი, საგაზაფხულო კოლექციის შეძენა უკვე შესაძლებელია თბილისში მდებარე, ბრენდის სამივე მაღაზიაში.

ჯინსის ჟილეტი – 49₾
შავი კაბა – 49₾
ჯინსის შარვალი – 79₾
ჯინსის კაბა – 79₾

 

 

კრედიტები: 

კამპანიის იდეა და წარმოება: კრეატიული სააგენტო ARIALBOLD / ARIALBOLD

ვიდეოს ავტორი: კომპანია HOLAFILM

 

[R]

ნახეთ: WalkingPod Mesh, რომელიც მწერებისგან დაგიცავთ!

ხედეირა – ქართული მოდერნისტული ცირკი – მარი ყალაბეგაშვილი