in

H&M-ის „სასიყვარულო წერილი“ ქალებსა და მოდას

H&M-მა ახალგაზრდა ბრიტანელ ქალებსა და მათ გარდერობს სასიყვარულო წერილი მისწერა. “Here For It” ხუთი მოკლემეტრაჟიანი რეკლამისგან შედგება და თითოეული მათგანი ჩვენს ჩაცმულობასა და განწყობას შორის არსებულ კავშირს ასახავს… მაგალითად, საყურეების გარეშე ზოგიერთს ისეთი შეგრძნება უჩნდება, თითქოს შიშველია.

„გვსურდა, ნამდვილი ურთიერთქმედება წარმოგვედგინა ახალგაზრდა ქალებსა და მათ მოდურ პრინციპებს შორის. პირველი დღის ნერვიულობით დაწყებული, სამსახურში ელეგანტურ-სერიოზული გადაწყვეტით და საყურეების გაკეთებით ჭეშმარიტი სიხარულის მიღწევით დასრულებული“, — ამბობს ჯეს რეინოლდსი, Mother London-ის კრეატიული დირექტორი.

ამასთან, კვლავ რეინოლდსი აღნიშნავს, რომ მათ თავი შეიკავეს ზედმეტად სრულყოფილი ესთეტიკის ჩვენებისგან. ამის ნაცვლად, აუდიტორიასთან მართლაც ახლო და ავთენტურ მოდაზე გააკეთეს აქცენტი. „ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სოციალური ფილმები და გარე რეკლამები გააკვირვებს და განაახლებს მოდის სენსიტიურობას, რომელსაც H&M Here For It ავრცელებს“.

ორი ლიდერი ტექ კომპანიის – თიბისისა და Glovo-ს პარტნიორობა ცხოვრების გამარტივებისთვის

iPhone 14 უკვე ელიტ ელექტრონიქსში!