H&M-ი საზოგადოებას ყველაზე უჩვეულო და უცნაურ საახალწლო ზღაპარს სთავაზობს. ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში, რომელიც ბრენდისთვის შვედურმა სააგენტო Forsman & Bodenfors-მა მოამზადა, მონაწილეობას ნიკი მინაჟი, გრეის ანატომიის ერთ-ერთი მსახიობი ჯესი უილიამსი და ცნობილი მოდელები იღებენ. თუ H&M-ის დავუჯერებთ სანტას ბოროტი ძმა ჰყავს, რომელიც საახალწლოდ საჩუქრებს იპარავს და რომლის შეჩერებასაც ლამაზი პატარა გოგონა გადაწყვეტს. კომპანიამ სამწუთიანი ვიდეო თავისი მბზინავი, ფერადი და ამ არაჩვეულებრივი დღესასწაულისთვის შესაფერისი კოლექციის რეკლამირებისთვის გამოუშვა.











