in

H&M-მა მატილდა გვარლიანის „ციფრული ტყუპისცალი“ შექმნა —  AI ექსპერიმენტი

H&M-მა კარგად იცის, რომ AI-ის დახმარებით რეალური მოდელების ციფრული ტყუპისცალების შექმნა საზოგადოების აზრს ორად გაყოფს, მაგრამ AI ეპოქაში  მოდელების უფლებების დაცვის საუკეთესო გზად სწორედ მათი პროცესში ჩართვა მიაჩნია… ამიტომაც წელს 30 მოდელის ციფრული ასლის შექმნას აპირებს. როგორც ხედავთ, მათ შორის ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც მოხვდა, რომლის აზრსაც ამ ამბავზე ფოტოზე დატანილი წარწერიდან ვიგებთ: She’s like me, without the jetlag.

H&M AI მოდელების გამოყენებას მარკეტინგულ კამპანიებსა და სოციალურ მედიაში აპირებს, რითაც ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კითხვას პასუხობს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში — როგორ შეიძლება გამოვიყენოთ AI რეალურის მსგავსი ფოტოების შესაქმნელად ისე, რომ ადამიანი მოდელების უფლებებიც დავიცვათ?

უნდა ითქვას, რომ პასუხი მარტივად იპოვა, ადამიან მოდელებს უფლება მისცა, თავადვე აკონტროლონ ციფრული ასლები. დიახ, მათი გადასაწყვეტი იქნება, მისცენ თუ არა H&M-ს უფლება, გამოიყენოს ციფრული ტყუპისცალი რომელიმე AI-ის მიერ გენერირებულ მარკეტინგულ კამპანიაში. ამგვარად, მხოლოდ H&M არ იქნება ადამიანი მოდელების ციფრული ასლების მფლობელი.

გამომდინარე იქიდან, რომ მოდელები თავად ფლობენ თავიანთ ვირტუალურ ვერსიებს, მათ შეუძლიათ, იგი ხელმისაწვდომი ნებისმიერი ბრენდისთვის გახადონ, მათ შორის H&M-ის კონკურენტებისთვისაც…

ადამიანების აზრი ორად გაიყოფა, ეს კარგია თუ ცუდი? ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც გზას იმ საუბრების წამოსაწყებად, რომლებიც მოდელის, სააგენტოსა და მოდის ინდუსტრიის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, — ამბობს იორგენ ანდერსონი, H&M-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

თუმცა, ამასთან, ბრენდი აღიარებს, რომ ზუსტად არ იცის ყველა იმ გავლენის შესახებ, რომელიც ამ ინიციატივას შეიძლება ჰქონდეს…

Zaha Hadid Architects ქართული კომპანია Render Group-ის მიერ შექმნილ ვიდეოს აქვეყნებს

ბლუ უოთერსმა ბიოგამწმენდი დანადგარების ექსპორტი დაიწყო