H&M წარმოგიდგენთ ახალ კოლაბორაციას ფრანგულ მოდის სახლ Rabanne – სთან. 6 ნოემბერს, კოლეციის ექსკლუზიური პრეზენტაცია ჩატარდა ბელგრადში, სერბეთში, სადაც 200 ადგილობრივ და საერთაშორისო VIP სტუმარს შორის იყვნენ ქართველი სელებრითებიც – სალომე ღვინიაშვილი, მარიამ სანოგო და ნინუცა ორჯონიკიძე.
ამ სეზონის დიზაინერის შთაგონების შესაბამისად Მთლიანი ღონისძიება იყო ბრჭყვიალა , ვერცხლისფერ და ოქროს ფერებში გადაწყვეტილი. 60-იანი წლებიდან მოყოლებული Rabanne ფრანგული მოდის სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია, მისი დამფუძნებელი – პაკო რაბანი (Paco Rabanne) მოდის ისტორიაში შევიდა როგორც თავისი დროისა და ეპოქის განმსაზღვრელი უნიკალური დიზაინერი. დღეს დღეობით, ჟულიენ დოსენას (Julien Dossena) კრეატიული ხელმძღვანელობით Rabanne კვლავ ინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე უნაკლო ფრანგული ბრენდის სტატუსს.




პაკო რაბანის მემკვიდრეობის შთაგონებით, რომელსაც მოდის სახლი Rabanne დღემდე ატარებს, ჟულიენ დოსენამ და H&M – მა მომხმარებელს წარმოურდგინა კოლაბორაცია, რომელიც შლის ხაზს რეტროსა და ფუტურიზმს შორის, საუკეთესოდ ასახავს ბრენდის ფერად ბუნებას და ბალანსს გლამურსა და ყოველდღიურობას შორის.
Rabanne H&M – ის კოლექციაში წარმოდგენილია ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის ხაზი, ფეხსაცმელი და აქსესუარები. 9 ნოემბრიდან კოლექციის შეძენა შესაძლებელია H&M-ის ლიმიტირებულ მაღაზიებში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც და Hm.com-ზე.
ქართული ქამფეინის კრედიტები:
მოდელები: სალომე ღვინიაშილი, მარიამ სანოგო, ნინუცა ორჯონიკიძე.
ფოტოგრაფი: თორნიკე აივაზიშვილი
Production: ARIAL BOLD
ვიზაჟისტი: ანა თოდუა
თმის სტილისტი: ვიქტორია გიგიშვილი
[R]











