17
Jun
2019

H&M-ისა და არიანა გრანდეს კოლაბორაცია

17 Jun 2019

საერთაშორისო კომპანიები, ბოლო დროს, ხშირად თანამშრომლობენ ვარსკვლავებთან და ერთობლივ პროექტებს წარადგენენ. ამით, ბრენდები, როგორც წესი, ცდილობენ, ბაზარზე ახალი სეგმენტი აითვისონ. ერთ-ერთი ასეთია H&M, რომლისთვისაც კოლექცია ამერიკელმა მომღერალმა და მოცეკვავემ არიანა გრანდემ, 2019 წლის მსოფლიო ტურის ფარგლებში შექმნა.

ერთობლივ კოლექციაში მაისურებია წარმოდგენილი, რომლებზეც დატანილია არიანა გრანდეს ფოტოები და სიმღერების ტექსტები მისი ახალი ალმობიდან “Sweetener”, მომღერალი ამ ტურის ფარგლებში რომ წარადგენს [ტური ცოტა ხნის წინ დაიწყო და 2019 წლის 25 ნოემბერს, ფლორიდაში სრულდება].

ახალი კოლექცია უკვე იყიდება H&M-ის ვებგვერდსა და ბრენდის მაღაზიებში.

განხილვა