in

H&M, ამაზონის ხანძრის გამო, ბრაზილიიდან ტყავს აღარ ყიდულობს

H&M-მა ბრაზილიიდან ნატურალური ტყავის შესყიდვა, დროებით, შეაჩერა. როგორც უცხოური მედია წერს, ამის მიზეზად, ამაზონის ტყეში გაჩენილი ხანძრები დაასახლეს.

„ამაზონის ტყეების ბრაზილიის ნაწილში ტყის მასშტაბური ხანძრების გამო და აქედან გამომდინარე მესაქონლეობაში შექმნილი პრობლემების გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევწყვიტოთ ბრაზილიიდან ტყავის ექსპორტი“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა.

მოდის შვედური ბრენდი, პირველი კომპანია არ არის, ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო – ბრაზილიურ ტყავზე, აგვისტოში, უარი თქვა VF Corporation-მა, რომელიც პოპულარული ბრენდების Vans და Timberland მფლობელია.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიას, წარმოებული ტყავის 80% ექსპორტზე გააქვს. აქედან, მეოთხედის ექსპორტი ჩინეთში ხორციელდება. ასევე მსხვილი დამკვეთები არიან იტალია და აშშ.

 

ასეთი გადაწყვეტილება ერთი მხრივ სასარგებლოა ბრაზილიისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად შემცირდება ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი.

“Show Time” – „აჭარაბეთმა“ ფილმ არენას ტიზერები გამოაქვეყნა

Acer-ის ახალი გაჯეტები მომხმარებელთა ახალი შესაძლებლობებისთვის