in

კომიკოსი კევინ ჰარტი ბექჰემის როლში – H&M-ის მხიარული ვიდეორგოლები

დევიდ ბექჰემი და კევინ ჰარტი H&M-ის 2016 წლის კოლექციას წარმოგვიდგენენ. ცნობილი ფეხბურთელი და კომიკოსი საკმაოდ მხიარულად გვაცნობენ მოდის ახალ ტენდენციებს. ვიდეორგოლი Modern Essentials კომედიური ჟანრის მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომელიც 2 ნაწილისგან შედგება.

BOG

პირველ რეკლამაში ბექჰემი და ჰარტი ორიგინალურად გაფორმებული ავტობუსით მოგზაურობენ. ჰარტის სურათის ფონზე წარწერაა – I Beckham – The Musical. ავტობუსის ასეთმა გაფორმებამ ადგილობრივი პოლიციელიც კი დააბნია. მან ჰარტთან მოინდომა სამახსოვრო სურათის გადაღება, ხოლო ნამდვილი ბექჰემი ვერც იცნო.

 

მეორე ვიდეორგოლში ჰარტი რამდენიმე დღით ბექჰემთან გადადის საცხოვრებლად, რომ როლში შევიდეს და კარგად გაიცნოს ნამდვილი დევიდი. ჰარტი მას ყველაფერში ბაძავს – მოძრაობებში, საუბრის სტილში და ჩაცმულობაშიც კი, ამიტომ ყოველთვის ერთნაირად აცვიათ, როგორც ტყუპებს. H&M-ის ფოტოსესიის დროს, ჰარტი მას გულშემატკივრობს, ამხნევებს, თუმცა, არც ძილს აცლის ახალ მეგობარს, არც მუშაობას და არც დასვენებას. ბექჰემის მოთმინება ნამდვილად დასაფასებელია.

 

https://www.youtube.com/watch?v=76n2Rtm3tsw

დადგა დრო გაიგო როგორია უკეთესი ცხოვრება – M2-ის ახალი რეკლამა JWT Metro-სგან

საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც აუდიტორია, ქალაქი კი ერთი დიდი კამპუსი – ADN–ის კამპანია