არ აქვს მნიშვნელობა, რა გიშლით ხელს, საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნაში – სოციალური დისტანცირების აუცილებლობა თუ მანძილის სიშორე. იმისათვის, რომ ადამიანებს ფიზიკური დისტანციის სირთულესთან გამკლავებაში დახმარებოდა, H&M-მა გადაწყვიტა, ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, შეექმნა ჯინსის ქურთუკი, რომლის საშუალებითაც, საყვარელი ადამიანების შეხებას იგრძნობთ. “შეხების გაგზავნა” ისეთივე მარტივია, როგორც შეტყობინების. H&M-მა, ამ ამბავს ვიდეორგოლიც, მიუძღვნა. კამპანიაზე სააგენტომ Wynken Blynken & Nod იმუშავა.