4
Apr
2019

H&M-ის ახალი, „ონლაინ“ პლატფორმა ჩაცმის სტილზე

4 Apr 2019

H&M-მა „ონლაინ“ პლატფორმა შექმნა, სადაც შესაძლებელია ჩაცმის სტილზე რჩევების მიღება ან პირიქით, სხვებისთვის გაზიარება –Itspark უკვე „გაეშვა“, თუმცა, სატესტო რეჟიმში მუშაობს.

ვებგვერდზე, მომხმარებელი, შეძლებს, სტილთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე დასვას შეკითხვა, მიიღოს რჩევა ან თვალყური ადევნოს სხვა თემების განხილვას. Itspark-ზე, ასევე, შესაძლებელი იქნება საყიდლების სიის დამატება და ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ აქსესუარების თემატიკის მიხედვით დაჯგუფება. მაგალითად, „კომბინიზონები“, „გამოსასვლელი ბლუზები“ და ა.შ. როდის ამუშავდება პლატფორმა, სრულყოფილი სახით, ჯერჯერობით, უცნობია.

განხილვა