in

მომხმარებელი H&M-ში ერთი თვის შემდეგ გადაიხდის – ბრენდის ახალი კამპანია

მომხმარებელთა ქცევა შოპინგის მიმართ ყოველდღიურად იცვლება. ამას ემატება ტექნოლოგიების განვითარებაც. ფიზიკურად, მაღაზიებში, უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი დადის. ამიტომ, Topshop-მა გადაწყვიტა, უახლოეს მომავალში, ამერიკაში მაღაზიები დახუროს. Payless-მა კი ეს უკვე გააკეთა. H&M უბრძოლველად დანებებას და ამერიკის ბაზრის ამ ნაწილის დათმობას არ აპირებს. გამოცემა InStyle-ის ცნობით, ბრენდს ახალი სტრატეგია აქვს – შემოდგომაზე, მაღაზიიდან თუ ონლაინ პლატფორმიდან, მისი პროდუქციის შეძენისას, მომხმარებელი მომდევნო თვეში გადაიხდის.

ეს შიდა განვადების მსგავსი მომსახურებაა. მყიდველი ტანსაცმელს, ფეხსაცმელს ან აქსესუარებს მაშინვე შეიძენს და წაიღებს, თანხას კი შემდეგ თვეში დაფარავს.

„გვინდა, რომ H&M-ში შოპინგი ყველასათვის მოსახერხებელი, აქტუალური და შთამაგონებელი იყოს. Klarna [შვედური ფინანსური კომპანია] დაგვეხმარა გადახდის უნიკალური სისტემის შემუშავებაში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, მათთვის მოსახერხებელი პირობით, „იშოპინგონ“ ფიზიკურ ან „ონლაინ“ მაღაზიაში“.

იმ ჯგუფის ბაზრებზე, სადაც საქართველოსთან ერთად, ავსტრია, სერბეთი, ხორვატია, სლოვენია, ბოსნია და ჰერცეგოვინა შედის, ასეთ შეთავაზებაზე საუბარი არ ყოფილა.

Apple Premium Reseller-ის, iSpace-ის გრანდიოზული გახსნა “თბილისი მოლში”

150-ზე მეტი ლომის მფლობელი მარსელო სერპა Ad Black Sea 2019-ზე