in

H&M საბავშვო კოლექციის პირველ კომპოსტირებად ხაზს უშვებს

დიახ, ჩვილები სწრაფად იზრდებიან, ამიტომ მშობლები ძვირადღირებული ტანსაცმლის შეძენაზე უფრო მეტს ფიქრობენ… მათი ზრდის სიჩქარე იმასაც ნიშნავს, რომ პატარა ტანსაცმელი მალე გამოუსადეგარიც ხდება. ამასთან, კვლევით დადგინდა, რომ ადამიანები იაფფასიან ტანსაცმელს ერთჯერადი ნივთების მსგავსად მოიხმარენ და მას მალევე ათავსებენ ნაგავსაყრელზე… 

H&M კი აღნიშნული საკითხების მოგვარებას ცდილობს და თქვენს საფულეზე მორგებულ საბავშვო ტანსაცმელს გთავაზობთ (ფასები 4.99 აშშ დოლარიდან 19.99 აშშ დოლარამდე მერყეობს). ახალშობილთა კოლექცია Cradle to Cradle Certified Gold 100%-ით ბიოდეგრადირებადი მასალისგან მზადდება და მისი წარმოების დროსაც კი განახლებად ენერგიას იყენებენ.

ხოლო ის ფაქტი, რომ კოლექცია 100% ორგანული ბამბისგან დამზადდა, პლასტმასის, ღილებისა თუ მეტალის ნაწილების გარეშე, მას 100%-ით ბიოდეგრადირებადს ხდის. საბავშვო ტანსაცმლის ეკომეგობრულობა მისი ნეიტრალურ-პასტელური ფერებითაც არის გამოხატული. ძირითადად ყვითელი, ღია მწვანე, ნარინჯისფერი და თეთრი ფერებია გამოყენებული. ხილისა და ბოსტნეულის პატარა საყვარელი ილუსტრაციები კი ბიოდეგრადირებადი მელნით არის დაბეჭდილი. 

აქ ბავშვების სწრაფი ზრდის ფაქტორიც გათვალისწინებულია, რაც ტანსაცმლის რეგულირებადი წელითა და მკლავებით გამოიხატება. იმისათვისაც არის შექმნილი, რომ გამოყენების შემდეგ სხვას გადაეცეს… ხოლო, როცა უკვე იგი კარგ მდგომარეობაში აღარ იქნება, მის კომპოსტირებას სახლშიც მოახერხებთ, ტანსაცმლის უბრალოდ მიწაში ჩაფვლით რაღაც ახალს სიცოცხლეც შეგიძლიათ აჩუქოთ. 

საინტერესოა ისიც, რომ კოლექციის სახელს Cradle to Cradle Certified Gold კონკრეტული მიზეზი აქვს — H&M-მა ოქროს კვალიფიკაცია Cradle to Cradle Products Innovation Institute-ის მიერ მოიპოვა, რაც უსაფრთხო და წრიული დიზაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სერტიფიკატია. კუთვნილი ოქროს მისაღებად კომპანიას იმის დამტკიცება მოუწია, რომ ნაჭრები მავნე ქიმიკატებს არ შეიცავდა და მათი კომპოსტირებაც შესაძლებელი იყო, 100% განახლებადი ენერგიის გამოყენებით მზადდებოდა და იგი სამართლიან და თანაბარ ბიზნესპრაქტიკაზეც იყო დაფუძნებული.

როგორ იქმნება ქართული ვირუსული კონტენტი?

Youtube არხები, რომლებიც თქვენს მარკეტინგულ ცოდნას აამაღლებს