არც ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც Mattel-მა მსოფლიო ვარდისფრად შეღება, ახლა კი ვიგებთ, რომ ბავშვობის სათამაშო ტელეფონები რეალობა ხდება. 2000-იანი წლების ნოსტალგიას აღვიძებენ — Mattel ნოკიას ტელეფონების მწარმოებელ HMD Global-თან ერთიანდება და HMD Barbie Flip Phone-ს უშვებს!
ასე კი სურთ, იმ დროში გადაგვიყვანონ, როცა სათამაშო ინდუსტრიაში მთავარი Snake იყო და სელფებსაც ჩვეულებრივი კამერებით იღებდნენ. ამგვარად, ტელეფონის დიზაინიც ვინტაჟურ ბარბს მიაგებს პატივს, ვარდისფერი ვიზუალითა და დასაკეცი მექანიზმით, რომელიც, ძველებურთან ერთად, საკმაოდ ტრენდულადაც გამოიყურება.
თუ დააკვირდებით, ტელეფონს წინა მხარეს სარკისებრი ზედაპირი აქვს, რათა მაკიაჟის შესწორებაც მეტად კომფორტული გახდეს მისი მფლობელებისთვის.
ამასთან, ორ ჩასადებს გვთავაზობენ, ერთი ტალღოვანი ფერებით გამოირჩევა, რომელიც 1992 Totally Hair Barbie-ის თოჯინას გვახსენებს, ხოლო მეორე ვინტაჟურ სტილს გვაცნობს. სტიკერის მსგავსი თვლებიც ახლავს, გამოსახულებები ყვავილებით, ფლამინგოებითა და ცისარტყელით.
Barbie Flip Phone-ის მაქსიმალიზმი ზუსტად იმისთვისაა, რომ თანამედროვე მინიმალისტურ სმარტფონებს დაუპირისპირდეს, შესაბამისად, მარტივ მობილურ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს, მხოლოდ დარეკვისა და შეტყობინების გაგზავნის ღილაკებით.
რაც შეეხება კამერას, 5-მეგაპიქსელიანი გახლავთ და Y2K სტილისთვის ფოტოებს შემოგთავაზებთ.
წინასწარი შეკვეთები 23 სექტემბრიდან HMD-ის ვებგვერდზე დაიწყება.