ციფრულ სამყაროში ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს მშობლებისთვის. ამიტომაც შემოგვთავაზეს სმარტფონი, რომელიც თქვენს ბავშვთან ერთად „იზრდება“. Fuse უბრალოდ უსაფრთხო ტელეფონი კი არ არის მშობლებისთვის განკუთვნილი ფუნქციებით, არამედ ხელსაწყო, რომელიც მათ ციფრულ სამყაროში სწორად ნავიგაციას ასწავლის.
თხელი, თანამედროვე დიზაინითაა წარმოდგენილი, იმგვარი ტექსტურებით, რომ ხელებში პრემიუმ ხარისხი იგრძნოთ. 6.6-ინჩიანი HD+ ეკრანით, ორი კამერითა და მასიური 5000mAh ბატარეით უმკლავდება ყველაფერს, რასაც სოციალური მედია ითხოვს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბატარეა 2 დღეს ძლებს…
მაგია კი მაშინ ტრიალდება, როცა HarmBlock+, HMD-ის AI, ბლოკავს საზიანო კონტენტს მანამ, სანამ იგი ბავშვის ეკრანზე გამოჩნდება. განსხვავებით ღრუბელზე დაფუძნებული ფილტრებისგან, რომლის კონფიდენციალობის მხარეზე ძალიან წუხან, აქ ყველაფერი ადგილობრივად ტელეფონშივე ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მონაცემები არსად იგზავნება, დაცვა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ისე, რომ არც შენელდეს და არც ბატარეა გამოფიტოს.
კიდევ უფრო განსხვავებულს Fuse-ს „თქვენთან ერთად გაზრდის“ ფილოსოფია ხდის — მშობლებს შეუძლიათ, თავიდან გარკვეული ფუნქციები დაბლოკონ, ასაკის მატებასთან ერთად კი ბავშვებს წვდომა მისცენ თითოეულზე ეტაპობრივად. ამგვარად, Fuse გრძელვადიანი კომპანიონია და არა, სმარტფონი, რომელსაც 6 თვეში გამოცვლით…

ლურჯი ვიზუალითაა წარმოდგენილი: Casual Outfit ყოველდღიურ ნაკაწრებს მარტივად უმკლავდება, როცა Flashy Outfit დასაკეც LED მანათობელ ბეჭედს გვთავაზობს კამერის ირგვლივ.
გამოდის, Fuse მშობლებისთვის იდეალური ვარიანტია — მხოლოდ ბავშვების უსაფრთხოებაზე კი არ ზრუნავს, არამედ მათ ციფრულ სამყაროში პასუხისმგებლობიანად ნავიგაციას ასწავლის.












