ტანსაცმლის ბრენდმა H&M მამაკაცის საგაზაფხულო კოლექციაზე მუშაობა ცნობილ მომღერალ The Weeknd–თან ერთად გადაწყვიტა. ბრენდს სურდა ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ისეთი ტანსაცმელი შეექმნა, რომელიც თითოეულ მათგანს საოცარი განსაკუთრებულობის გრძნობას შესძენდა და თავად აქცევდა ვარსკვლავებად. ერთობლივი პროექტის მიზანი არა კონკრეტული ადამიანების მიბაძვა და მათი სტილის გადმოღება, არამედ ინდივიდუალური ხაზის შექმნა იყო. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი ცნობილი ადამიანი, რომლებიც შეიძლება საზოგადოებისთვის მისაბაძები იყვნენ, ტანსაცმელი და სტილი მაინც ინდივიდუალურია, ის თითოეული ადამიანის შინაგან სამყაროს, შეხედულებებს გამოხატავს. სწორედ ამაზე საუბრობს The Weeknd–ი სპეციალურ სარეკლამო ვიდეორგოლში, რომელიც ბრენდმა ასევე ახალი კოლექციისთვის შექმნა.












