in

H&M – პირველი ტანსაცმლის მაღაზია მეტავერსში

H&M-ის მომხმარებელს აქ შერჩეული პროდუქციის შეკვეთა მოგვიანებით რეალურ ფილიალებშიც შეეძლებათ.

 

H&M-მა მორიგი ფილიალის გახსნა რეალური სამყაროს ნაცვლად მეტავერსში გადაწყვიტა. Მსოფლიოში ცნობილი შვედური ტანსაცლმის ბრენდი საყიდლებზე წასვლას სამგანზომილებიან ვირტუალურ სამყაროში გვთავაზობს.

მომხმარებელი H&M-ს იცნობს ეკოლოგიურად სუფთა მასალით დამზადებული მაღალი ხარისხის სამოსით, რომელიც ხელმისაწვდომ ფასებში იყიდება. ახლა კი მისი ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან კომპანიამ განვითარების სრულიად ახალ ეტაპს მიაღწია და გახდა მსოფლიოში პირველი ტანსაცმლის ბრენდი, რომელმაც მეტავერსში მაღაზია გახსნა.

მომხმარებელს H&M-ის ვირტუალური მაღაზიის მონახულება და სასურველი პროდუქციის შეძენა CEEK ქალაქში შეეძლება. CEEK ქალაქი წარმოადგენს სამგანზომილებიან ვირტუალურ სივრცეს, რომელიც მაქსიმალურადაა მიმსგავსებული ნამდვილ სამყაროს.

აქ ადამიანებს რეალურად შეუძლიათ ფლობდნენ ციფრულ საკუთრებას. Ასე, CEEK სამყაროში შეძენილი ტანსაცმლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ციფრულ სივრცეში და არსად სხვაგან. Მართალია მეტავერსში შეძენილი სამოსი მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში არსებობს, თუმცა H&M-ის მომხმარებელს აქ შერჩეული პროდუქციის შეკვეთა მოგვიანებით რეალურ ფილიალებშიც შეეძლებათ.

ნიშანდობლივია, რომ CEEK ქალაქი უკვე გვთავაზობს მეტად მრავალფეროვან ვირტუალურ რეალობას. H&M-ის მაღაზიის გარდა აქ შეხვდებით თეატრებს, სპორტულ მოედნებს, მუსიკალურ დარბაზებს, ბარებს და ა.შ. CEEK სამყაროში Შესყიდვები შესაძლოა განხორციელდეს CEEK მონეტებით. Ასევე, ციფრული საკუთრების შეძენა CEEK-ის NFT ბაზრის გამოყენებითაც შეიძლება.

Nyx – ინოვაციური კონცეფცია, რომელიც სახლის ნებისმიერი წერტილიდან თამაშის შესაძლებლობას მოგცემთ

L’Oréal’s Colorsonic – ინოვაციური მოწყობილობა თმის მარტივი და ხარისხიანი ღებვისთვის