in

ჰოდორი მოშიებული ხალხის შეკავებას ცდილობს! – “სამეფო კარის თამაშების” პერსონაჟი KFC-ის სახალისო რგოლში

BOG
BOG

ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და მასშტაბური სერიალის “სამეფო კარის თამაშები” ახალი სეზონის პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება და მაყურებელიც სულმოუთქმელად ელის საყვარელი პერსონაჟებისა თუ თავბრუდამხვევი მოქმედებების დაბრუნებას. მანამდე კი KFC-მ გადაწყვიტა წინა სეზონში დაღუპული ჰოდორი თავისი სარეკლამო ვიდეორგოლით გაეხსენებინა და მსახიობ კრისტიან ნერნს რესტორნის პერსონალის ფორმა მოარგო. რგოლი Lunchtime is coming საკმაოდ დრამატულად აღწერს იმ დაძაბულ მომენტს, როდესაც ზუსტად 12 საათზე, მოშიებული მომხმარებლები რესტორანს აწყდებიან დიდი აურზაურით და გემრიელ ქათამს ითხოვენ. დაბნეული ჰოდორი კი მთელი ძალით, როგორც მაშინ, ცდილობს მათ შეკავებას და ამჯერად, სულ chicken with rice-ს იმეორებს. KFC-მ მართლაც არაჩვეულებრივად შეარჩია დროც და მსახიობიც თავისი სარეკლამო კამპანიისთვის, რომელმაც მომხმარებელში უკვე საკმაოდ დიდი სიმპათია დაიმსახურა.

 

მადლობის კოკროჭინობები – “მადლობის ეკიპაჟის” მეორე ეპიზოდი

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, თუ დიდ დროს ვატარებთ ოფისში? – #მთავარიაჯანმრთელობა