in

ბავშვთა კვების შვეიცარიული ბრენდი Holle უკვე საქართველოშია

საქართველოში, ბავშვთა კვების შვეიცარიული ბრენდი Holle შემოვიდა. კომპანია 85 წელზე მეტია, აწარმოებს ორგანულ და დაბალანსებულ საკვებს ჩვილებისა და ბავშვებისათვის. ამისთვის კი მხოლოდ ბიოდინამიკური და ორგანული მეურნეობის პროდუქციას იყენებს.

Holle-ს პროდუქტი იქმნება კლიმატურად ნეიტრალური გზით, ფერმერიდან გაყიდვის პუნქტამდე და ფლობს “CO₂ ნეიტრალურ” სერტიფიცირებას. ამასთან, არის ბავშვთა საკვების პირველი Demeter მწარმოებელი, რომელიც ბიოდინამიკური ფერმერობის სავაჭრო ნიშანია და მისი გამოყენება მხოლოდ მკაცრად შემოწმებულ პარტნიორებს შეუძლიათ. ის ერთადერთი ორგანული მეურნეობის ასოციაციაა, რომელიც აწესებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის სავალდებულო მოთხოვნებს მეცხოველეობაზე. Demeter არის უძველესი ეკო-ეტიკეტი და ექვემდებარება ყველაზე მკაცრ სახელმძღვანელო მითითებებს. თითოეულ ამ მითითებას Holle უპირობოთ ასრულებს, რაც უზრუნველყოფს კიდეც მისი პროდუქციის უმაღლეს ხარისხს“.

ბრენდის საკვები პროდუქტები თბილისში უკვე იყიდება. HOLLE BABY BAR-ის მაღაზია ჭავჭავაძის #34-ში მდებარეობს, სადაც წარმოდგენილია სრული ასორტიმენტი:

  • რძის ფორმულები ჩვილებისთვის
  • მარცვლეულის ფაფები
  • წასახემსებლები
  • ქილის პიურეები
  • ხილის და ბოსტნეულის ტომსიკები
  • გვირილის ჩაი

ბავშვთა კვების წარმოება დიდი პასუხისმგებლობაა. ეს ნიშნავს უმაღლესი ხარისხის და მაქსიმალურად  უსაფრთხო პროდუქტის შექმნას. ზუსტად ამას ელოდებიან მომხმარებლები ჩვენგან. ჯანსაღი ნედლეულითა და ინგრედიენტებით, ყოველგვარი გენეტიკური მოდიფიკაციის, დანამატების გარეშე შექმნილი პროდუქციით, თუ უმაღლესი ხარისხის გარანტიით, ვცდილობთ, ბოლომდე გავამართლოთ ეს მოლოდინები. 

ნედლეულის განსაკუთრებული წესით დამუშავება და პროდუქტის უმაღლესი ხარისხი – ეს ის კრიტერიუმებია, რაც, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, 85 წლის განმავლობაში, მთელს მსოფლიოში, ბრენდის წარმატების გარანტიაა. 

 

[R]

დედა-შვილის ეკიპაჟი #52

სავარაუდოდ, “კალმარის თამაში” Netflix-ს $900 მილიონიან მოგებას მოუტანს