in ,

როგორ გამოიყენებს ჰოლივუდი გენერაციული AI-ის ტექნოლოგიებს?

ხელოვნური ინტელექტის უნარი, შექმნას რეალისტური სურათები და ვიდეოები, სატელევიზიო და კინო ინდუსტრიის ყურადღებას იპყრობს. წლევანდელ სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე (CES) ჰოლივუდის ინსაიდერებმა და AI ექსპერტებმა განიხილეს, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ფილმების, სატელევიზიო შოუებისა და რეკლამების ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა ხმის კლონირება, უფრო რეალისტური გახმოვანება, გაახალგაზრდავება/დაბერება და კონტენტის შექმნა.

ამ ყველაფერზე საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც სილიკონ ველის ინვესტორებმა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის განხილვა დაიწყეს, როგორც ნათელი წერტილის ამ ეკონომიკურად რთულ ტექნოლოგიურ ლანდშაფტში, რომელიც მომავალი წლისთვის, სავარაუდოდ, გარდამტეხ წერტილს მიაღწევს, კომერციული თვალსაზრისით.

„ჰოლივუდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ AI-ის ახლა შეუძლია, ნებისმიერ მედიაში შექმნას კონტენტი — სურათები, ტექსტი, ფილმები, 3D ვიზუალები და ა. შ. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო ფუნდამენტური გახდება შემოქმედებით ინდუსტრიაში“, — ამბობს ნინა შიკი, Deepfakes: The Coming Infocalypse-ის ავტორი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის ინოვაციების ტეპმა ბევრად გადააჭარბა იმ დროს, რაც პოლიტიკოსებსა და სავაჭრო ჯგუფებს სჭირდებათ ხელოვანებისა და კონტენტ კრეატორების ანაზღაურების რეგულაციების დასადგენად. მაგალითად, გამოსახულების გენერატორების გამოჩენამ გააჩინა კითხვები იმ ხელოვანების საავტორო უფლებებისა და დამსახურებების შესახებ, რომელთა ნამუშევრებიც ალგორითმების სასწავლო მასალად იქცა.

შეშფოთება კომპენსაციის შესახებ

დანკან კრაბრტრი, SAG-AFTRA-ს ეროვნული აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ კავშირი სახელმძღვანელოების შექმნაზე მუშაობს — იმის განსასაზღვრად, თუ როგორ უნდა აანაზღაურონ გამოყენებული კონტენტის ავტორების შრომა. მაგალითად, ჯეიმს ერლ ჯონსის ნამუშევრები ლიცენზირებულია უკრაინული ხელოვნური ინტელექტის სტრატაპისთვის, რომელიც ხელოვანს გარკვეულ ჰონორარს აძლევს.

„რისი გაკეთებაც SAG-AFTRA-ს სურს, არის ის, რომ ხელოვნურ ინტელექტს თავისი უპირატესობების გამოვლენაში დაეხმაროს — საუბარია უნარებზე, რომლებიც ნამდვილად დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს წევრებს და ზოგადად საზოგადოებას. უბრალოდ, ამ პროცესში ჩართული ადამიანების თანხმობა და შესაბამისი კომპენსაციის გაცემაა საჭირო“, — ამბობს კრაბტრი.

როგორ გამოიყენება გენერაციული AI უკვე?

კინორეჟისორმა სკოტ მანმა ისაუბრა იმაზე, თუ გახმოვანებისას როგორ ეხმარება Flawless მსახიობებს პირის სინქრონიზაციაში. მისი თქმით, ეს შესაძლებლობა სატელევიზიო შოუებისა და ფილმების წვდომას საერთაშორიო დონეზე გააფართოებს, რაც მთავარი გამოწვევაა იმ ინდუსტრიისთვის, რომელიც მეტწილად მსოფლიო ბაზარს ეყრდნობა.

„დიდი ხანია, ჰოლივიდში რღვევა მიმდინარეობს და რაღაცნაირად ნელ-ნელა კვდება. ამის ბევრი მიზეზი დაკავშირებულია კონტენტის გაზიარების პრობლემებთან“, — განმარტავს სკოტი.

სურათისა და ტექსტის უფრო გავლენიანი გენერატორების მიუხედავად, რომლებსაც ორიგინალური შინაარსის შექმნა შეუძლია, გენერაციული AI-ის ამჟამინდელი აპლიკაციების უმეტესობა ვიდეო წარმოებაში უფრო დახვეწილია.

აპლიკაცია, რომელიც პაციენტებს ფსიქოზის მართვაში ეხმარება

CES 2023-ზე ბრენდები მაკიაჟის გასაკეთებლად ინკლუზიურ მოწყობილობებს წარადგენენ