in

საქართველოთი ჰოლივუდის კინო და სატელევიზიო სტუდიები კვლავ დაინტერესდნენ და გაცნობითი ტურის ფარგლებში ქვეყანას სტუმრობენ

საქართველოს კრეატიული ინდუსტრიის სექტორის პოტენციალის გაცნობის მიზნით, სექტემბერში ქვეყანა ჰოლივუდის ცნობილ კინო და სატელევიზიო სტუდიების წარმომადგენლებს მასპინძლობს. გაცნობით ტურში მონაწილეობას იღებდნენ ისეთი ცნობილი ამერიკული სტუდიების წარმომადგენლები, როგორებიც არის: Netflix, Paramount Pictures, Walden Media Group და Picturesque Films.

შერ ჰავრიში ლოს ანჯელესიდანაა და ის საქართველოს ტურის ფარგლებში პირველად ეწვია. „თბილისით, ყაზბეგის მთებითა და ბათუმით ძალიან მოხიბლული ვარ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო საბჭოთა კავშირის დროინდელი აქტირექტურული შენობა-ნაგებობების ნახვა. ეს ლოკაციები ჩვენთვის ხელმისაწვდომია და აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. ვფიქრობ, რომ მსოფლიო კინოინდუსტრია აუცილებლად დაინტერესდება და საქართველოში გადაიღებს არაერთ ფილმს“ – ამბობს შერი.

„საქართველოს ჰყავს ახალგაზრდა კინორეჟისორების შესანიშნავი თაობა, რომლებიც განვითარების სწორ გზაზე დგანან. მომავალში ვგეგმავ ფილმის გადაღებას საქართველოს მთებში და მოუთმენლად ველი უკან დაბრუნებას“ – თქვა მეთიუ ზამიასმა, Picturesque Films-ის წარმომადგენელმა. ტურის ბოლოს კი მან ასევე აღნიშნა:

„ქვეყანას თვალწარმტაცი ლოკაციების გარდა, ჰყავს კრეტიული ინდუსტრიის სექტორში მომუშავე ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც საქართველოში ფილმების გადაღების პერსპექტივებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის“.

გაცნობითი ტური USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით და სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობით განხორციელდა.
ერთი კვირის განმავლობაში სტუმრები მოგზაურობენ საქართველოში და მათ მოინახულეს: თბილისი, რუსთავი, გარდაბანი, მცხეთა, ყაზბეგი, უფლისციხე, ჭიათურა და ბათუმი.

„ჩემი საქმიანობის მთავარი ნაწილია კინოსტუდიებს, პროდიუსერებსა და რეჟისორებს შევთავაზო ის ლოკაციები, სადაც მომავალში შეუძლიათ პროექტების გაკეთება. საქართველოში ვიზიტის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას აუცილებლად გავუზიარებ საერთაშორისო კინო კომპანიებსა და სტუდიებს“ – ამბობს ბილ დოილი, ტურის კიდევ ერთი მონაწილე.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველო უკვე მეორედ მასპიძლობს ჰოლივუდის კინო და ტელევიზიის სტუდიების წარმომადგენლებს. ჩვენს ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი შემოქმედებითი ინდუსტრიის სექტორის განვითარების თვალსაზრისით, უკვე ჩატარებულმა ორმა ტურმა კი მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს შესახებ ხილვადობის შექმნას გლობალური მასშტაბით.

[პარტნიორის კონტენტი]

ŠKODA-ს საკულტო OCTAVIA-ს 25 წლის იუბილე

Global Finance-მა მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად საქართველოს ბანკი დაასახელა