21
მარ
2018

Cosmologic-ის ხომალდმა HOLMES&WATSON-იდან აიღო სტარტი!

21 მარ 2018

კრეატიულმა სააგენტო HOLMES&WATSON-მა ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალ Cosmologic – „კოსმოლოჯიქის“ ბრენდინგზე იმუშავა:

დავით კილაძე, ქოფირაითერი: კოსმიური ლოგიკა გარდა მაღალი ხარისხის ორგანიზებისა, მოიაზრებს ცნობისმოყვარეობის გაღვივებას, რომელიც ადამიანებს თითოეულ ივენთზე, ახალი აღმოჩენებისკენ უბიძგებს. სახელის შერჩევის შემდეგ, მიზანი ამ ექსპედიციების კომპაქტურ სიმბოლოდ გამოხატვა იყო“.თენგიზ ბეგოიძე (ბეგო) დიზაინერი და პროექტის არტ დირექტორი: „ლოგოტიპის შექმნისას საჭირო იყო მარტივი გადაწყვეტა, რომელიც კოსმოსის მასშტაბს სრულად გამოხატავდა. სწორედ ამიტომ, გამოვიყენეთ ყველასათვის ნაცნობი სიმბოლო, გამოსახვის ეს ხერხი კი მას სხვა მსგავსი ფიგურებისგან გამოარჩევს“.Cosmologic-ის სხვადასხვა ლოკაციაზე გამართული ივენთები აქცენტირებული იქნება ლაივ პერფომანსზე და ვიზუალურ ინსტალაციებზე. მსმენელს შესაძლებლობა მიეცემა, მოუსმინოს მსოფლიო დონის არტისტებს და გაიზიაროს მათი გამოცდილება.

Credits:
Client: Mzesumzira
Creative Director: Gio Kvlividze
Copywriters: Zura Chachua; David Kiladze
Art Director/Designer: Bego
Account Manager: Ani Kuprika
Origami Craft: Davit Babiashvili

განხილვა