in

მთავარია სტარტაპის იდეა იყოს მაგარი და საკომუნიკაციო ბიუჯეტი მეორეხარისხოვანია! – HOLMES&WATSON-ი სრულიად Startup-ებს იწვევს!

მარკეტერის მკითხველი შეამჩნევდით, რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ქვეყანაში სულ უფრო მეტი ახალი ბიზნეს იდეა და ამ იდეის ქვეშ გაერთიანებული ადამიანები ჩნდებიან. ნებისმიერი ახალი იდეისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კომუნიკაცია რჩება, სარეკლამო სააგენტო HOLMES&WATSON-ი საკუთარი გენიალური პროექტით, სწორედ ამ გამოწვევის უპირისპირდება.

BOG
BOG

levan gomsiashvili,,Startup Call – სწორედ ასე ჰქვია ჩვენს პროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში სტარტაპერების კომუნიკაციის მიმართულებით მხარდაჭერაა. სტარტაპებს საკომუნიკაციო ბიუჯეტი ყოველთვის შეზღუდული აქვთ, ამ შეზღუდვაში ისინი ვერ ამბობენ იმ მთავარს, რაც პოზიტიურად აისახება მათ გაყიდვებზე. ფაქტიურად, ჩაკეტილი წრეა. ბიუჯეტის გარეშე ვერ აკეთებ კომუნიკაციას, კომუნიკაციის უქონლობის გამო ვერ ყიდი პროდუქტსა თუ სერვისს, რომელიც საკომუნიკაციო ბიუჯეტისთვისაა საჭირო. ჩვენ HOLMES&WATSON-ში გვჯერა, რომ მაგარ იდეებს მაგარი კომუნიკაცია სჭირდებათ !  სწორედ ამ მიზნით ვეუბნებით სტარტაპებს -ჩვენთვის მთავარია სტარტაპის იდეა იყოს მაგარი – დანარჩენზე მოვგვარდებით” – აცხადებს HOLMES&WATSON-ის CMO ლევან გომშიაშვილი

პროექტის ოფიციალური ვებგვერდია

https://www.startup.221b.ge

ვირტუალური მოგზაურობა Manchester United–ის ლეგენდარულ ფეხბურთელებთან ერთად

გიორგი ისაკაძე – #პირველისამსახური