in

HOLMES&WATSON – საკუთარ მარკეტინგის დეპარტამენტს ქმნის!

ქართულ სარეკლამო სივრვეში დღეს მოქმედ სააგენტოებს შორის HOLMES&WATSON პირველი კრეატიული სააგენტოა, რომელმაც საკუთარი მარკეტინგის დეპარტამენტი ჩამოაყალიბა. მარკეტერი კომპანიის სამომავლო გეგმებზე კომპანიის CMO-ს, ლევან გომშიაშვილს ესაუბრა, რომელიც, დიდი ხნის განმავლობაში, საქართველოში ორი აქტიური კომუნიკატორის, Europebet-ისა და TBC Bank-ის ექაუნთ მენეჯერი გახლდათ. ლევან გომშიაშვილი:

BOG
BOG

levan gomsiashviliHOLMES&WATSON ბრენდია და როგორც ყველა ბრენდს, რომელსაც ვემსახურებით, მარკეტინგის დეპარტამენტი სჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ, ჩვენ ყოველთვის პარტნიორების მარკეტინგული ამოცანების შესრულებაზე ვიყავით ორიენტირებული, ჩვენი პარტნიორების ბაზა კი საკმაოდ დიდი და დივერსიფიცირებულია, ყოველთვის ნაკლები დრო გვრჩებოდა ფესტივალებზე ორიენტაციისათვის. წელს ჩვენი და მათი ერთობლივი ძალისხმევით ფესტივალებს შევუტევთ. ასევე, 2017 წლის სტრატეგიული გეგმაა სააგენტოს საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა, insight-ებისა და need-ების big data ანალიზი, რაც ჩვენი პარტნიორებისათვის კიდევ უფრო ზუსტი კომუნიკაციის კეთებისა და კომუნიკაციის ელემენტების არხებში სწორად გადანაწილების საშუალებას მოგვცემს.“ HOLMES&WATSON-ის გამოწვევა ამბიციურია და განხორციელების შედეგებს მომავალი წელი გვიჩვენებს. სააგენტოს გეგმები დადებითად აისახება არა მარტო კონკრეტული სააგენტოს, არამედ, ზოგადად სარეკლამო ბაზრის განვითარების საქმეში.

ფრანგული ბრენდის „გოტიე“ (Gautier) ოფიციალური შოურუმი თბილისში

„მოქარგული სურვილების დროა“ – პერსონალიზებული საჩუქრების სტარტაპი