in

ჰოლოგრაფიულ მიკროსკოპს თაგვის ტვინში ჩახედვა შეუძლია — ქირურგიული ჩარევების გარეშე

ჰოლოგრაფიულ მიკროსკოპს ახლა შეუძლია, თაგვის თავის ქალას დააკვირდეს და 3D რენდერებიც უზრუნველყოს. იგი ცოცხალ ტვინში ღრმად შესასვლელად სინათლეს იყენებს, რაც მეცნიერებს ტვინის შინაგანი მუშაობის შესახებ აწვდის ინფორმაციას.

ისიც მართალია, რომ აქამდე, როცა სინათლე ტვინის უჯრედებს ხვდებოდა, მისი ქსოვილი და აბერაციები დაბინდულ სურათებს გვაწვდიდა, თუმცა ახლა მკვლევრებს თავის ქალის დანახვა ჩვეულებრივ შეუძლიათ. მკვეთრი სურათის მისაღებად კი გაფანტული ტალღების თანაფარდობის შემცირება იყო მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა თითოეული ტალღა გაანალიზეს. 

შედეგად, მიკროსკოპმა 80-ჯერ მეტი სინათლე მიიტანა საგნამდე ისე, რომ ამ პროცესში არასასურველი სიგნალებიც დააიგნორა. სწორედ ასე მოახერხეს მეცნიერებმა თაგვის ტვინის მაღალი რეზოლუციით ნახვა, მასში ქირურგიული ჩარევის გარეშე. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვლევამ აჩვენა, როგორ მოქმედებს სინათლე და მატერია ერთმანეთთან… ჰოლოგრაფიული მიკროსკოპის შექმნაზე კი Basic Science-ის, კორეის კათოლიკური უნივერსიტეტისა და სეულის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორებმა იმუშავეს. 

როგორ გავხადოთ ვებგვერდი ყველასთვის ხელმისაწვდომი

Rakuten Viber-ის გეგმები და ლოკალური კონტენტი საქართველოში