19
Nov
2019

შექმნეს ჰოლოგრამა, რომელიც შეგეხებათ

19 Nov 2019

veon
veon


ბევრი ტიპის ჰოლოგრამა გვინახავს – ცირკის სპილოები, თუ დიდი ხნის წინ გარდაცვლილი მომღერლები დიდ სცენებზე. თუმცა, სასექსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეძლეს ისეთი ჰოლოგრამის შექმნა, რომლის შეგრძნებაც შეგვიძლია. ამისათვის მათ სპეციალური მოწყობილობა – Multimodal Acoustic Trap Display (MATD) გამოიყენეს.

მოწყობილობა ულტრაბგერითი ტალღების გამოყენებით მუშაობს. ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ულტრაბგერითი ტალღების გავლენით, ორი მილიმეტრის სიფართის პოლისტირონის ბურთულას მართვა ხდება. ბურთულა 3 განზომილებიან სახეს იღებს LED განათების პირობებში, რომელიც წითლად, მწვანედ და ლურჯად ანათებს. გამომდინარე იქიდან, რომ ბურთულა ძალიან სწრაფად მოძრაობს (8.75 მეტრი წამში), ადამიანის თვალს მხოლოდ მისი ერთიანი ფორმის – მოძრაობის შედეგად შექმნილი გამოსახულების აღქმა შეუძლია. რა თქმა უნდა, პოლისტირონი ფიზიკური მასალაა და შესაბამისად, მასთან შეხების შედეგად ტაქტილური შეგრძნებების გამოწვევა შეიძლება. ულტრაბგერითი ტალღების გამოყენება კი შესაძლებლობას იძლევა ჰოლოგრამის შეხების პარალელურად, მისი ხმაც გავიგოთ.

 

სამომავლოდ, უფრო დეტალური ჰოლოგრამების შესაქმნელად, მკვლევარები რამდენიმე ბურთულის პარალელურ გამოყენებას გეგმავენ. მათ შორის კი, შესაძლოა იყოს ადამიანის ჰოლოგრამაც, რომელთან შეხებაც შეგვეძლება… აღსანიშნავია, რომ ბევრი ტექნოლოგიისგან განსხვავებით, ამ ტიპის ჰოლოგრამის სამომხმარებლო პროდუქტად ქცევა უფრო მარტივი იქნება.

განხილვა