in

„ჰოლოგრამული ექიმები“ კოსმოსურ სადგურზე პირველად მოხვდნენ

ჰოლოგრამული სამედიცინო ჯგუფი გასული წლის ბოლოს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებოდა. ეს კი მათ პირველ ადამიანებად აქცევს, რომელთაც საკუთარი თავის 3D გამოსახულება კოსმოსში, Microsoft-ის ტექნოლოგიისა და სტარტაპ AEXA Aerospace-ს დახმარებით მიიღეს.

ეს ადამიანთა კომუნიკაციის სრულიად ახალი მეთოდია შორ მანძილზე. ჩვენი კვლევისთვის კი ახალი გზაა, რომლითაც ადამიანებს კოსმოსში გამგზავრება შეუძლიათ, — ამბობს ჯოზეფ შმიდი, NASA-ს ექიმი.

მართალია, სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულები კარგად იცნობენ ჰოლოგრამული ექიმების კონცეფციას, რადგან მათთვის საყვარელ სერიალში, სახელწოდებით ვარსკვლავური გზა: ვოიაჯერი მთავარი როლი სწორედ ჰოლოგრამის ექიმს აქვს… თუმცა რეალურ ცხოვრებაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა კოსმოსურ ხომალდზე მყოფ ადამიანებს ჰოლოგრამებთან ურთიერთობა შეუძლიათ. ამ შედეგის მისაღებად კი Nasa-მ მუშაობა ჯერ კიდევ 2016 წლიდან დაიწყო.

დედამიწიდან დოქტორ შმიდი და მისი გუნდი ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონავტს თომას პესკეტს ესაუბრა, სანამ ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებოდა. ეს კი Microsoft-ის Hololens Kinect კამერისა და AEXA-ს პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი კომპიუტერის გამოყენებით გახდა შესაძლებელი.

 თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ AEXA გაფართოებული რეალობისა და ვირტუალური რეალობის პროგრამული უზრუნველყოფითაც არის დაინტერესებული, ვარსკვლავური გზის ამბებიც, შესაძლოა, მალე რეალობად იქცეს.

საბა ჯავაშვილი – #პირველისამსახური

Skoda Karoq 2022 – მეტი მიმზიდველობა და აეროდინამიკა