1
Dec
2016

Audi-მ რეკლამაში შთამბეჭდავი ჰოლოგრამული შოუ წარმოგვიდგინა

1 Dec 2016



Audi–მ, სპეციალურად, Q7–ის სარეკლამო ვიდეორგოლისთვის მთებში საოცარი ჰოლოგრამული შოუ მოაწყო. რგოლის გადაღებები თოვლიან ადგილებში მიმდინარეობდა, იმის უკეთ წარმოსაჩენად, რომ ავტომობილი, თავისი განახლებული ფუნქციებით, მარტივად ართმევს თავს ნებისმიერ დაბრკოლებას. გადაღებებში, რა თქმა უნდა, რეალური მანქანაც ფიგურირებდა თუმცა, ძირითადი აქცენტი მაინც მის ჰოლოგრამულად შექმნილ დეტალებზეა გაკეთებული. სპეციალური განათებებისა და ეფექტების დახმარებით, ბრენდს სურს, ავტომობილის მთლიანი აგებულება ნათლად დაანახოს მომხმარებელს. დახვეწილი და ლამაზი დიზაინის მქონე Q7–ის წყალობით, თოვლიანი და მოყინული გზები უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს.

 

ბრენდის სარეკლამო ვიდეორგოლი ნამდვილად შთამბეჭდავია. ასევე საინტერესოა, რა სამუშაოს ჩატარება მოუწიათ Audi–ის წარმომადგენლებს –25 გრადუსიან ყინვაში, იმისთვის, რომ ასეთი არაჩვეულებრივი შედეგი მიეღოთ.

 

განხილვა