in

მსოფლიოში პირველი ჰოლოგრამული ზოოპარკი გაიხსნა

აქ არცერთი ცხოველია დატყვევებული… ყველაფერი უბრალოდ ლაზერებისა და 4D ეფექტებისგან მიიღეს. Axiom Holographics-მა ოფიციალურად გაუშვა მსოფლიოში პირველი ჰოლოგრამული ზოოპარკი ბრიზმენში, ავსტრალიაში — 1000 კვადრატული მეტრი ექსპერიმენტული სივრცე, რომელსაც ყველაზე ფუტურისტული ცხოველთა თემატიკის პარკი უწოდეს. 

სტუმრებს არჩევანის გაკეთება 25 განსხვავებული სივრციდან შეუძლიათ, რაც მოიცავს ცხოველებს აფრიკიდან, ავსტრალიიდან და არქტიკიდან, ოკეანეების ტალღების ქვეშ არსებულ ცოცხალ არსებებსაც გვთავაზობენ და დროში დაბრუნებას დინოზავრების სანახავად. ტური ორ გიგანტურ ჰოლოგრამულ გვირაბში ტარდება და რამდენიმე პატარა ოთახში, სადაც არსებები კედლებზეა დაპროექტებული.

მეტად რეალური რომ გამხდარიყო, ისინი 4D ეფექტს გვთავაზობენ, რაც მოიცავს არქტიკისთვის დამახასიათებელ გრილ ნიავსა და ზოგიერთი სუნსაც კი, რომელიც ცხოველებს აქვთ. აქ ჰოლოგრამული ხიდიცაა წარმოდგენილი და ტურისტებს საშუალებას აძლევს, შეიგრძნონ ისე, თითქოს, 50 მეტრს გადიან კანიონის ქვეშ. 

თუმცა სანამ სტუმრები მკრთალად განათებულ ოთახებში შევლენ, სათვალე უნდა გაიკეთონ, არსებული ტექნოლოგია მათ განსხვავებული და რეალისტური გამოსახულებების დანახვის შანსს აძლევს. შესაბამისად, თითოეულ ვიზიტორს ყველა ცხოველის უნიკალური პერსპექტივიდან ნახვას სთავაზობს, როცა რეალურად სათვალის გარეშე ყველაფერი ერთი სურათია.

ჰოლოგრამული ზოოპარკი ჩვეულებრივს ჰგავს, თქვენ ხედავთ სპილოებს, პოლარულ დათვებს, კენგურუებსა და სხვა ცხოველებს ახლოდან. ყველა რეალურად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში ლაზერული შუქისგანაა შექმნილი, — ვკითხულობთ ზოოპარკის ვებგვერდზე.

ავსტრალიის ჰოლოგრამულ ზოოპარკში სტუმრობა 6 თვის მანძილზე იქნება შესაძლებელი, შემდგომში კი Axiom Holographics გეგმავს, რომ ახალი ცენტრები იაპონიაში, ტეხასსა და ევროპაში გახსნას…

Pepsi-ის „დამალული ლოგოების“ კამპანია

Škoda Enyaq-ის „ჩაყენებაზე” მძღოლები აღარ იწვალებენ, მანქანამ თავისი თავის დაპარკინგება ისწავლა