in

ჰოლოკოსტის მოგონებების ფოტოებად გარდასაქმნელად AI ტექნოლოგიას იყენებენ

არ აქვს მნიშვნელობა, რა დამოკიდებულება გაქვთ ხელოვნური ინტელექტის გენერატორების მიმართ — თითოეული მათგანი პოზიტიურ მიზანს ემსახურება, როგორიცაა ჰოლოკოსტს გადარჩენილების დახმარება ისტორიის შენარჩუნებაში.

PetaPixel-ის თანახმად, ვინაიდან ტრაგედიას გადარჩენილების უმეტესობა ახლა 80-90წლისაა, ძალიან მალე აღარავინ დარჩება, ვინც ჰოლოკოსტის პირად გამოცდილებას გაიხსენებს. ამრიგად, არაკომერციულმა ორგანიზაციამ Chased Naomi წარსულის „ფოტოების“ შესაქმნელად ტექნოლოგიას მიმართა. ამ დროისთვის 19-მა ადამიანმა ჩაწერა თავისი ამბავი AI სისტემის გამოყენებით, რათა მომავალ თაობებს ყოველთვის ახსოვდეთ ამ საშინელების რეალური მხარე.

უფრო დაზუსტებით რომ ავხსნათ, მას შემდეგ, რაც გადარჩენილები თავიანთ ისტორიებს მოჰყვებიან, პროგრამისტები ჩანაწერებს Midjourney-ის წარუდგენენ — ხელოვნური ინტელექტის პოპულარულ ხელსაწყოს, რომელიც ტექსტის აღწერილობებს ვიზუალურ ნამუშევრებად გარდაქმნის. 

მაგალითად, როდესაც 82 წლის რაისა გურევიჩმა აღწერა, როგორ დაიღუპნენ მისი ნათესავები და როგორ ეჭირა ხელში ძმისგან დარჩენილი ვარდისფერი, სისხლიანი ქურთუკი, სისტემამ ოთხი სურათი შექმნა. შემდეგ კი თავად დაასახელა, რომელი ვიზუალურ შეესაბამებოდა ყველაზე მეტად რეალობას. აღსანიშნავია, რომ ეს და სხვა ფოტოები ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღესთან (27 იანვარი) დაკავშირებით, აშკელონში გამოიფინება.

შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს არ სურდეს ასეთი ტრაგიკული მოვლენების გახსენება, მაგრამ მათი კოლექტიურ მეხსიერებაში დალექვა აუცილებელია… ისინი ყოველთვის შეგვახსენებს, რამდენად სასტიკი შეიძლება იყოს ძალაუფლების მქონე ადამიანი. ამავდროულად, ტრაგედია, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა კაცობრიობაზე, უბრალოდ ვერ გაქრება.

ჯორჯია ჯორჯიას წინააღმდეგ — Შტატის გუნდი საქართველოს ეწვევა

რამდენად ზემოქმედებს მშობლების სამსახურებრივი გამოცდილება შვილებზე?