9
Nov
2019

Microsoft-მა ჰოლოგრაფიულ კომპიუტერ HoloLens 2-ის გაყიდვა დაიწყო

9 Nov 2019

Alta
Alta


Microsoft-მა პირველი ჰოლოგრაფიული კომპიუტერი HoloLens 2016 წელს გამოუშვა, მას შემდეგ კი, მის გაუმჯობესებაზე მუშაობდა. 2 დღის წინ, კომპანიამ მოწყობილობის გაუმჯობესებული ვერსიის – HoloLens 2-ის გაყიდვა დაიწყო და ამ ეტაპზე, ის ხელმისაწვდომია მსოფლიოს 7 ქვეყნის ტექნოლოგიურ ბაზარზე. ეს ქვეყნებია: აშშ, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, ახალი ზელანდია, ავსტრალია და დიდი ბრიტანეთი. აღსანიშნავია, რომ Hololens-ის პირველი ვერსია საქართველოში რამდენიმე თვის წინ გამოვცადეთ, მისი ყიდვა კი, ქართულ ბაზარზე, შესაძლებელი არ არის.

Hololens – ეს არის ახალი თაობის კომპიუტერი, რომლის გამოყენებისას არ გვჭირდება არც ეკრანი, არც მაუსი ან კლავიატურა, არამედ მხოლოდ შერეული რეალობის სათვალე, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია ჩვენი გარემო სამუშაო, თუ გასართობ სივრცედ ვაქციოთ. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა არის ცალკეული, სრულფასოვანი კომპიუტერი, სათვალის დიზაინშივე ჩაშენებული პროცესორით. HoloLens 2-ის ფასი 3500 დოლარია.

 

განხილვა