in ,

რაინდი კვლავ გამოჩნდა! – “ჰოლსტენის” ვიდეორგოლი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის

ლუდ “ჰოლსტენის” კამპანია გრძელდება. რაინდი გერმანიის ჰიმნის შესრულებისას კვლავ გამოჩნდა, ამჯერად, სარეკლამო რგოლში. შეგახსენებთ, რომ ბრენდის გაცოცხლებული ლოგო – მუზარადიანი ცხენოსანი, რომელსაც ფარზე და დროშაზე ლათინური ასო H ჰქონდა გამოსახული, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში პარალელურად გამოჩნდა. ინტერნეტში ვირუსულად გავცელებული რაინდი H-ის ფოტოები სწორედ პრემიუმ ლუდი ჰოლსტენის საქართველოში  შემოსვლას მიანიშნებდა. ახლა კი, გერმანიის ჰიმნის შესრულებისას, კვლავ შეგვახსენა თავი. კამპანია, მთავარი რგოლის გარდა, რამდენიმე პატარა ვიდეო ეპიზოდისგან შედგება, რომელიც საფეხბურთო ციებ-ცხელებისას ეტაპობრივად გამოჩნდება. კამპანიაზე სააგენტო Film Asylum-მა იმუშავა.

 

მიხეილ ქურდაძე, “ქართული ლუდის კომპანიის” ლუდის ბრენდ მენეჯერი: “მსოფლიო ჩემპიონატის დაწყება ფეხბურთის ყველა გულშემატიკვარისათვის ნამდვილი დღესასწაულია. გერმანია გასული ჩემპიონატის გამარჯვებული, წლევანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი და რაც მთავარია, ლუდ “ჰოლსტენის” სამშობლოა. ბუნებრივია, ჩვენ გვერდს არ ავუვლიდით საფეხბურთო კალენდარს და ბრენდის მესვეურებთან ერთად, გადავწყვიტეთ შეგვექმნა სარეკლამო რგოლი, რომელიც ერთი მხრივ, ჰოლსტენის წარმომავლობას კიდევ ერთხელ გაუსვამდა ხაზს, ხოლო მეორე მხრივ, საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებას გამოეხმაურებოდა. ყველასთვის ნათელია, რომ ფეხბურთი და ლუდი განუყრელია ღირსეული გულშემატკივრებისათვის. ჩვენი ამოცანა იყო, გვეჩვენებინა ის ძირითადი ინსენტივი, თუ როდის არის ფეხბურთის დროს ლუდის მოხმარება ყველაზე უფრო სასიამოვნო. ეს არის, როდესაც იწყება მეტოქეების ჰიმნი, ხოლო მეგობრები, კოლეგები ან უბრალოდ გულშემატკივრები, რომელებიც რომელებიც თამაშს სხვადასხვა სიტუაციებიდან აკვირდებიან, უკვე სავსე კათხებით ეგებებიან მატჩის დაწყებას.

სწორედ ამიტომ, კლიპი შედგება რამდენიმე განსხვავებული სცენისაგან, სადაც განსხვავებული პროფესიების, ინტერესების და ასაკის ადამიანები მოსახერხებელ ადგილას ეგებებიან საყვარელი გუნდის თამაშის დაწყებას ისმენენ მათ ჰიმნს და რა თქმა უნდა, აგემოვნებენ ლუდის პირველ ყლუპებს.”

ტიტრები:

Agency. Film Asylum

იდეის ავტორები. ლევან სიხარულიძე, გიგა ბაინდურაშვილი

პროდიუსერი: ზუკა ღარიბაშვილი

რეჟისორი: ლევან სიხარულიძე, გიგა ბაინდურაშვილი

ოპერატორი: გური გოლიაძე

1st AD: ალექსანდრე გლურჯიძე

მუსიკა და ხმის დიზაინი: Post Red Audio ვოკალი: მიშო ელიავა

მხატვრები: Fourk group

ფერის კორექცია: ნიკო ტარიელაშვილი

Gaffer: რომა გუჯაბიძე

[R]

„მოზაიკა“-ს სუვენირების მოძრავი მაღაზია “Memory Shop“ – სად და როგორ შეიძლება მოგონებების შექმნა?!

„გემო ნებისმიერი მომენტისთვის“ – „ნატახტარის ლიმონათისა“ და DDB BetterFly-ს კოლაბორაცია