22
May
2018

ვინ არის რაინდი, რომლის ფოტოებიც ქართულ ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა?!

22 May 2018

რამდენიმე დღის წინ, რუსთაველზე, შავ ცხენზე ამხედრებული, აბჯარასხმული რაინდი შენიშნეს. ცხენოსანმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ხოლო მისი ფოტოები ინტერნეტ სივრცეში, სულ რამდენიმე საათში, ვირუსულად გავრცელდა. რაინდი საქართველოს სხვა ქალაქებშიც დაინახეს. ზოგმა ტრადიციული ინტერპრეტაცია მისცა, ზოგმაც – რომანტიკული, სხვებმა – პოლიტიკური, თუმცა ლუდის ნამდვილ გურმანებს არ შეშლიათ, ამოეცნოთ ცნობილი ბრენდი Holsten. როგორც გაირკვა, რაინდის გამოჩენა “ზედაზენის” კამპანიას უკავშირდება. დეტალებზე “ზედაზენის” ლუდის ბრენდ მენეჯერს, მიხეილ ქურდაძეს ვესაუბრეთ.
M: რამდენიმე დღეა, ცხენზე ამხედრებული “რაინდი” საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. შემდეგ, გაირკვა, რომ ის “ზედაზენის” კამპანიის ნაწილია. ფაქტია, რომ საზოგადოების რეაქცია იყო სხვადასხვაგვარი. რას უკავშირდება რაინდის გამოჩენა?
რაინდი H, რომელიც ქვეყნის სხვადადხვა ქალაქში პარალელურად გამოჩნდა, პრემიუმ ლუდის “ჰოლსტენი” მარკეტინგული კამპანიის ნაწილია. რაინდის ვიზუალი ლუდის ლოგოს გაცოცხლებული ვერსიაა. ამით იმის თქმა გვსურდა, რომ მსოფლიოში აღიარებული გერმანული პრემიუმ ლუდი უკვე საქარათველოშია და ხელმისაწვდომია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. რაინდმა დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ის ყოველთვის იქ ჩნდებოდა, სადაც ქვეყნისათვის აქტუალური მოვლენა მიმდინარეობდა, ეს იყო აქცია თუ კონტრ-აქცია, საერო დღესასწაული, მუსიკალური ფესტივალი თუ სხვა ქვეყნისათვის ღირსშესანიშნავი მოვლენა. სხვადასხვა ხალხმრავალი ლოკაციები, შერჩეული ინტერესების მიხედვით, იმისთვის, რომ რაინდი ერთი კონკრეტულ ინტერსესის მქონე ადამიანების ჯგუფთან არ ყოფილიყო ასოცირებული. ლუდი “ჰოლსტენიც” სწორედ ასე იქნება, ყველგან, სადაც ხალხია. ბუნებრივია, მოსახლეობის ინტერესთან ერთად, იყო მათი მხრიდან არაერთგვაროვნი დამოკიდებულება, თუმცა, ეს მოსალოდნელი იყო, ამის საპირწონედ, ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო, ღია კითხვები და ვერსიები, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ცხენზე ამხედრებული აბჯროსანი ფარსა და დროშაზე გამოსახული ლათინური H-ით.
მიუხედავად იმისა, რომ მთავარ კითხვას, თუ რას ნიშნავს რაინდის გამოჩენა ქვეყნის ქუჩებში, პასუხი გაეცა, ამით კამპანია არ დასრულებულა. რაინდი H კიდევ ბევრჯერ გამოჩნდება საზოგადოებისთვის საინტერესო ადგილას. ამჯერად, მთავარი კითხვა არის, თუ ვინ არის მუზარადს მიღმა. კამპანიაზე სააგენტო Film Asylum-თან ერთად ვიმუშავეთ.
M: მოკლედ გვიამბეთ “ჰოლსტენზე”, როგორც ლუდის ბრენდზე და როგორია მოთხოვნილება ბაზარზე?

ლუდსახარში ჰოლსტენი 1879 დაარსდა გერმანიის ქალაქ ჰამბურგის გულში. შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი “პილსნერის” ტიპის ლუდი – თავისი დამახასიათებელი ღია ოქროსფერი ფერით, დაბალანსებული სიმწარით და  ლუდის ხარშვის ტექნოლოგიის გერმანული სიზუსტით სწორედ “ჰოლსტენის” ლუდსახარშია.

სახელწოდება “ჰოლსტენი” ერთ-ერთი ნორდიკული ტომის სახელიდან მომდინარეობს, რომელიც გადმოცემის თანახმად, დღევანდელი ჰამბურგის ტერიტორიაზე სახლობდა. სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში ჰოლსტენის ტომი აღწერილია როგორც თავისუფლების მოყვარული, ძლიერი, მხნე ხასიათიათა და სტუმარმასპინძლობით გამორჩეული ტომი – ყველა ის თვისება, რომელითაც ლუდ ჰოლსტენს ახასიათებენ.

ლუდსახარშის ლოგო – ცხენზე ამხედრებული აბჯარასახმული რაინდი, ჰამბრუგის სახარშის სახურავზე გამოსახული მინიატურული სკულპტურის გრაფიკული გამოსახულებაა. რაინდის, რომელიც გერმანიისათვის დამახასიათებელი საქმის მიმართ ერთგულებით, სიდინჯით და ქმედებების თანმიმდევრულობით იცავს ლუდის ხარისხსა და რეპუტაციას საუკუნეზე მეტია.

“კარლსბერგის” ჯგუფის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდანარეობდა. პირველივე ვიზიტისას, მას შემდეგ, რაც დაათვალიერეს ჩვენი წარმოება და საწარმოო საშუალებები, მათი მხრიდან სიტყვიერი თანხმობა, ლუდის ლიცენზიის მიღებაზე, უკვე არსებობდა. აღსანიშნავია, ასევე, ლაბორატორიული კვლევების შედეგები, ზედაზენის წყაროს წყალი, რომელიც ჩვენი კომპანიიის სიამაყის საგანი და ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობაა, არც გერმანელი ლაბორანტებისთვის დარჩენილა უყურადღებოდ და ერთხმად აღინიშნა მისი გემური თვისებების უპირატესობა.

M: როდიდან იქნება “ჰოლსტენი” მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი?

Holsten Premium-ის ლუდი გურმანებისთვის უკვე ხელმისაწვდომია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 0.5 შუშისა და ქილის და 1 და 2.5 ლიტრიან PET-ის შეფუთვებში.

[R]

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] გამოჩნდა, ამჯერად, სარეკლამო რგოლში. შეგახსენებთ, რომ ბრენდის გაცოცხლებული ლოგო – […]