in

როგორ შექმნა Holy Motors-მა ციფრული დიზაინის ფესტივალისთვის Touch RGB ვიზუალური იდენტობა

უკვე მეორე წელია, Touch-ის გუნდის ორგანიზებით ციფრული დიზაინის ფესტივალი Touch RGB ტარდება. ციფრული დიზაინის ფესტივალის ვიზუალური იდენტობა შემოქმედებითმა სააგენტო Holy Motors-მა შექმნა. შემოქმედებითმა გუნდმა სამი მთავარი ფერი: წითელი, მწვანე და ლურჯი აქცია ვიზუალური ბრენდინგის ფუნდამენტად და მათი კალეიდოსკოპური შეზავებით თვალისმომჭრელი და დასამახსოვრებელი ვიზუალური იდენტობა შეიმუშავა.

BOG
BOG

გიორგი ავალიანი, Holy Motors-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი: „ვიზუალური იდენტობა ციფრული დიზაინის ფესტივალისთვის Touch RGB ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და მოძრავი ნამუშევარია, ამავდროულად, ყველაზე მარტივიც. Touch RGB ფესტივალის მთავარი თემა ციფრული დიზაინია – დარგი, რომელიც მუდმივად ვითარდება და სწრაფად იცვლება. ფესტივალის სპიკერებისა და სტუმრების სამუშაო გამოცდილება დიზაინისა და შემოქმედების ძალიან ფართო სპექტრს ფარავს. გვსურდა, ციფრულ ხასიათთან ერთად ეს უდიდესი მრავალფეროვნება გადმოეცა ჩვენს იდენტობას.

კონცეფცია ციფრული დიზაინის ყველაზე ელემენტარულ ნაწილაკებზე – სამ ძირითად ფერზე დგას. ამ მარტივი კომპონენტებით – წითელი, მწვანე და ლურჯი ფერებით თამაშში ყოვლისმომცველი, თავბრუდამხვევი, კალეიდოსკოპიური იდენტობა მივიღეთ.“

CAST
Creative Directors: Nick Kumbari, Giorgi Avaliani
Graphic Designers: Tata Gusharashvili, Natali Topadze, Nutsi Lamazoshvili
Motion Designers: Gurika Chokheli, Temo Baidarashvili, Daniel Grigorian

ბრენდინგით გურმანის ახალი მნიშვნელობის დამკვიდრება სურთ

საქართველოს ბანკის აპრილის PLUS შეთავაზებები