in

Holy Motors-ის შემოქმედებითი დირექტორი თორნიკე არეშიძე (Tokareshka) გახდა

სააგენტო Holy Motors-ს ახალი შემოქმედებითი დირექტორი ჰყავს. კრეატიულ გუნდს თორნიკე არეშიძე (Tokareshka) შეუერთდა, სადაც ამბების კვლავინდებურად საინტერესოდ თხრობაზე იმუშავებს. Holy Motors-მდე, თორნიკე არეშიძე სააგენტო Redberry-ის კრეატიული დირექტორი იყო, უფრო ადრე – Leavingstone-ში.

„ათასერთნაირი თავგადასავლით სავსე ცხოვრების შემდგომ, თავი ლივინგსტონში ამოვყავი, სადაც ჩემი თავი უამრავ ახალ საქმეში მოვსინჯე. Redberry-ის კოსმოსურმა 8 წელმა კი, შემოქმედებითი ხელმძღვანელის როლი და დიდი სათამაშო მოედანი მომცა“, – გვიყვება თორნიკე არეშიძე.

M: თორნიკე, წლების განმავლობაში, შენი კარიერა Redberry-ს უკავშირდებოდა. როგორც კრეატორი, როგორ გამოცდილებას ეძებ კარიერის ამ ეტაპზე?

როგორც მამაფლექსი გვასწავლის, „ეს ახალი ერაა (baby!)“. ახალი ძრავითა და ათას ერთი ცხენისძალით ვაპირებ ვაკეთო ის, რაც ყველაფერზე მეტად მიყვარს – ამბები ისტორიებად გარდავქმნა.

რა თქმა უნდა, გამიჭირდა რედბერიდან წამოსვლა. პირველ რიგში, დავემშვიდობე ხალხს, ვისთან ერთად მუშაობაც მიხაროდა და Redberry-ის ბრენდს, რომელთანაც ჩემი სახელი გადაჯაჭვული იყო.

M: რითაა შენთვის საინტერესო Holy Motors-ის გუნდთან გაერთიანება და რამდენად თანხვდება სააგენტოს ხელწერა შენს შემოქმედებით ხედვას?

Out of nothing, everything! ჩემთან ძალიან ახლოს არის ეს სათქმელი და შემართება. Holy Motors გამორჩეულ შემოქმედებით ხმებს აერთიანებს და ამ კოლაბორაციის მამოძრავებელი წმინდა ძალა უკომპრომისო მრავალფეროვნებაა. ახლა, სწორედ აქ ვხედავ ჩემს ადგილს და მჯერა, ჩვენი ძალების გაერთიანებით ბევრი ბრენდის ცხოვრება გაცილებით საინტერესო გახდება.

M: რა არის ის ახალი, ჯერ აუთვისებელი ტერიტორია შენთვის, როგორც კრეატივ დირექტორისთვის, რისი შესწავლა და გამოცდაც გსურს?

ახალი პერსპექტივების ახალი პერსპექტივით დანახვა და ასახვა. გეგმები დიდია.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Nike-მა პარიზის ოლიმპიადისთვის პომპიდუს ცენტრი „აიღო“

მეცნიერებმა მთვარეზე აღმოაჩინეს გამოქვაბული, რომელიც ასტრონავტების თავშესაფარი იქნება