in

my.ge-სა და მის ბრენდებს ახალი ვიზუალური იდენტობა აქვს – © Holy Motors

my.ge-სა და ყველა მის ბრენდს ახალი ვიზუალური იდენტობა აქვს. ამ ვებგვერდებზე ძიება ახლა “my”-თი იწყება. მაგალითად – “my laptop”, “my iphone” და ა.შ.  პროექტზე სააგენტო Holy Motors-მა იმუშავა.

 

„განახლებულ Mymarket.ge-ზე თუ შეიხედეთ, შეამჩნევდით, რომ ახლა ყველა ძიება პირდაპირ “my”-თი იწყება – “my laptop”, “my iphone”, “my ბინა სოლოლაკში” და “m”y ველის არწივი ფიტული. my.ge-სა და მისი ბრენდების – mymarket, myauto, და სხვა მრავალი – ახალი ვიზუალური იდენტობა პირდაპირ ძიების ველში “ჩავაშენეთ,” რადგან ამ საიტებზე ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ფუნქციონალური ელემენტი ყოვლისშემძლე საძიებო სისტემაა“, – ამბობს Holy Motors-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროექტის კრეატიული დირექტორი გიორგი ავალიანი.

 

ცვლილების მთავარი მიზანი ახალი გამოწვევები იყო. გიორგი ავალიანი ამბობს, რომ ახლა ბრენდს ერთიანი ვიზუალური სისტემა აქვს.

„30 მილიონ ლარად შეფასებული my.ge და მისი პორტალები (mymarket, myauto, myhome, და მრავალი სხვა), თითქმის, 20 წელია ვიზუალურად არ შეცვლილა. ახალი გამოწვევებისთვის განახლებულ ტექნიკურ ხერხემალსა და “საშენოს” მარტივად პოვნაზე ორიენტირებულ ბრენდს ერთიანი ვიზუალური სისტემა მოვარგეთ, რომელიც ფიზიკურ სამყაროშიც სანდომიანად გამოიყურება”.

 

Project Credits: 

Client: My.ge

Agency: Holy Motors

Creative Directors: Nick Kumbari, Giorgi Avaliani

Lead Designer: Gio Bregvadze

Designer: Tata Gusharashvili

Huge thanks to: Anuki Koniashvili

გუდაურში, White Rabbit Parks-ში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა

25 აგვისტოდან – სითი მოლი საბურთალოსა და სითი მოლი გლდანის მომხმარებლისთვის დღესასწაული იწყება!