in

„დისნეი“ Home Alone-ის „რიმეიქს“ იღებს 

სტუდია Disney, ახალი „ონლაინ“ პლატფორისთვის “Home Alone”-ის „რიმეიქს“ ​იღებს – აშშ-სა და ბრიტანეთში, Disney+ 2019 წლის შემოდგომაზე  „გაეშვება“. ამერიკის „მთავარი საშობაო ფილმის“ ახალ ვერსიას, მაყურებელი, სწორედ აქ იხილავს.

ფილმის შესახებ სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია – ვინ ითამაშებს კევინის, ან ბოროტ მძარცველების,  როლებს, Disney-ში არ დაუკონკრეტებიათ.

„ვიმედოვნებთ, რომ „რიმეიქიც“ ისეთივე კრეატიული და მაღალი ხარისიხის  ფილმი იქნება, როგორიც ორიგინალია“.

20th Century Fox-ის ყიდვით, Disney, კინო-კომპანიის ფრენჩაიზის მფლობელიც გახდა და აპირებს, ახალი სტრიმინგ პლატფორმისთვის, სხვა ფილმებს „გააცოცხლებს“ – BBC-ის ინფორმაციით, სტუდია “Night At the Museum”-ის, “Diary of a Wimpy Kid”-ისა და “Cheaper By the Dozen”-ის „რიმეიქებსაც“ გადაიღებს.

წყნარი ოკეანის სანაპიროებზე პლასტმასის მონსტრები გამოჩნდნენ

იაპონიაში მფრინავი მანქანა, იგივე „გიგანტური დრონი“ წარმატებით გამოსცადეს