in

კევინი დაბრუნდა! — „სახლში, მაგრამ არა მარტო“

ოღონდ ამჯერად აღარც თავსატეხებია პრობლემა და აღარც ქურდები… მოხუცებზე ზრუნვის, მსოფლიოში წამყვან, პროვაიდერ Home Instead-ის ახალ სადღესასწაულო რეკლამაში Home But Not Alone მაკოლეი კალკინი ნაცნობ ტერიტორიაზე ბრუნდება, როგორც ზრდასრული პიროვნება, რომელიც მარტომცხოვრები დედის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. მოხუცი მარლის შვილიშვილიც მოულოდნელად ჩნდება და ერთად სახალისო, თუმცა დამაფიქრებელი საუბრის მომსწრეს გვხდიან. 

BOG

დღესასწაულებზე ფიქრისას პირველი ოჯახებთან ერთად დროის გატარება და კლასიკური ფილმების ყურება წარმოგვიდგენია, თუნდაც ეს „მარტო სახლში“ იყოს. ამ პერიოდმა, შესაძლოა, გამოავლინოს, თუ როდის სჭირდებათ საყვარელ ადამიანებს დამატებითი მხარდაჭერა სახლში დამოუკიდებელი ცხოვრების გასაგრძელებლად. მათ მოვლასთან დაკავშირებით საუბრების დაწყება კი შეიძლება რთული იყოს როგორც ასაკოვანი მშობლებისთვის, ისე ზრდასრული შვილებისთვის, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, რათა კავშირი და ურთიერთპატივისცემა ვუზრუნველყოთ, — განმარტავს კიმ ატკინსონი, Home Instead-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

და სწორედ ამის სათქმელად დააბრუნეს კევინიც:

Irakli Emiridze • Alpha Architecture – ამერიკაში ყველაზე გავლენიანი World Architecture Festival-ის ფინალისტია

E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი