in

Home Depot – როგორ განვითარდა აშშ-ის უმსხვილესი DIY მაღაზიათა ქსელი

Home Depot უზარმაზარი ამერიკული მაღაზიათა ქსელია, რომელიც სახლისთვის საჭირო ხელსაწყოებსა და მასალებს ყიდის – ხის მასალებს, საღებავებს, ინსტრუმენტებსა და სხვა ტიპის პროდუქტებს. ესაა ადგილი, რომელსაც ხშირად აკითხავენ DIY პროექტების მოყვარულები. შეიძლება ითქვას, Home Depot არის ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზიათა ქსელი, DIY მიმართულებით, მთელს შტატებში და სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩვენ სწორედ მასზე მოგიყვებით.

Home Depot ყოველთვის არ იყო სახლის მოსაწყობად განკუთვნილი ნივთების ადგილი, როგორიც დღეს გახლავთ. ეს ამბავი დაიწყო ლოს-ანჯელესის ყავის მაღაზიაში. ბერნარდ მარკუსმა და არტურ ბლანკმა, ორმა გამოცდილმა ბიზნესმენმა, რომლებიც გატაცებული იყვნენ საკუთარი DIY პროექტების შექმნით, საკუთარი ხედვა გაუზიარეს ერთმანეთს. ისინი ოცნებობდნენ შეექმნათ მაღაზია ერთი ფანჯრის პრინციპით, რომელიც მოემსახურებოდა მზარდ ბაზარს და იქნებოდა იმაზე ბევრად დიდი, ვიდრე იმ დროისათვის არსებული მაღაზიები.

საინვესტიციო ბანკირის კენ ლენგონისა და მერჩენდაიზერ პეტ ფარას დახმარებით, მათი ოცნება რეალობად იქცა. 1979 წელს, ატლანტაში, Home Depot-ის პირველი მაღაზია გაიხსნა. ეს არ იყო საშუალო ობიექტი. ეს გახლდათ ფართოდ გაშლილი საწყობი, რომელიც მოიცავდა 5500 კვ.მ-ს. ამ ფართობმა მფლობელებს საშუალება მისცა განეთავსებინათ მრავალფეროვანი ხელსაწყოები, ხე-ტყე, საღებავი და ყველა წვრილმანი, რაც ენთუზიასტებს გაუხარდებოდათ.

ატლანტაში გახსნილი მაღაზიების თავდაპირველმა წარმატებამ განაპირობა კომპანიის სწრაფი გაფართოება. Home Depot მალევე გავრცელდა მთელ შტატებში. 1989 წლისთვის მათ უკან ჩამოიტოვეს მთავარი კონკურენტი Lowe’s, რამაც კომპანიის ცალსახა უპირატესობას გაუსვა ხაზი. კომპანიის სწრაფ გაფართოებას მოჰყვა ფინანსური სირთულეებიც. ამავდროულად, Home Depot-ს უჭიდა მომხმარებელთა მომსახურების სტაბილური დონის შენარჩუნება, მათი მზარდი ნაკადის პარალელურად. თუმცა, აქ ყოველთვის იგრძნობოდა დიდი სიყვარული DIY-ის მიმართ და შესაბამისად, DIY-ის მოყვარულების მხრიდან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

მიუხედავად ამ დაბრკოლებებისა, Home Depot განაგრძობდა ადაპტაციასა და ინოვაციას. კომპანია გაფართოვდა კანადასა და მექსიკაში, გაიმყარა პოზიცია ბაზარზე, როგორც გლობალურმა ლიდერმა. დღეს, მაღაზიათა ქსელი უზრუნველყოფს იქომერსსაც, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ონლაინ დაათვალიერონ პროდუქტები, აღმოაჩინონ პროექტები და შეუკვეთონ სასურველი პროდუქტები.

Home Depot კვლავაც განაგრძობს განვითარებას და მუდმივად ეძებს ახალ გზებს DIY პროექტების მოყვარულებისთვის. ის მომხმარებლებს სთავაზობს ექსპერტებთან ვირტუალურ კონსულტაციებს, სპეციალურ შეთავაზებებს, ვორქშოფებს, პრეზენტაციებს, რაც DIY-ის მოყვარულებისთვის დამატებითი მოტივაცია და მხარდაჭერაა.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

მაისტერ პაუერი – ინოვაციური ჰერბიციდი, რომელიც სიმინდის დაცვის ახალ ხედვას გვთავაზობს

„ალფა კორპი” – კორპორაციული დაზღვევის ახალი მიმართულება „ალფასგან”