“Air Wick”-მა მოკლემეტრაჟიანი სარეკლამო ფილმი “Home is in the air” გადაიღო, რომელიც სახლის სურნელის მნიშვნელობას გვიყვება.
ვიდეო რიგითი რეკლამებისგან განსხვავდება, თუნდაც იმით, რომ არავინ გვირჩევს ვიყიდოთ ბრენდის პროდუქტი და არც მის ჯადოსნურ თვისებებს გვახვევენ თავს.
ვიდეო ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. მამა სამხედროა, რომელსაც სახლიდან შორს მოუწია ყოფნა. ოჯახის წევრები “Air Wick”-ის საშუალებით სახლის სურნელის გაცოცხლებას ცდილობენ. კომპანიის სპეციალიტები ბეისბოლის ხელთათმანიდან სუნის გადარჩენას ცდილობენ, ცდილობენ სახლში გამომცხვარი ნამცხვრის სურნელი აღადგინონ. ყველა ამ სურნელს ოჯახი მამას უგზავნის.
“ეს ჩვენი სახლის სურნელია. უმნიშვნელო, მაგრამ ძალიან ძვირფასი”