in

„ჰოუმმარტის“ განახლებული ინფრასტრუქტურა და კომფორტული გარემო

რას იტყოდით ისეთ სივრცეზე, სადაც ყველა ის კომპონენტია თავმოყრილი, რომელიც საქმიან და დატვირთულ ადამიანს დღის განმავლობაში შეიძლება დასჭირდეს? წახემსება, ყავაზე შესვენება, თავის მოვლა, საჩუქრების და ყოველდღიური ნივთების შეძენა, ვარჯიში და ეს ყველაფერი ქალაქის ცენტრში, ოფისიდან 3-5 წუთის სავალზეა, სადაც ავტომობილით გადაადგილების შემთხვევაში 150 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომიც მომხმარებლისთვის დამატებით კომფორტს ქმნის.

სწორედ ასეთი სივრცე ქალაქის ყველაზე აქტიურ, დინამიურ და განვითარებულ ნაწილში, სადაც ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს-ცენტრები და სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებია თავმოყრილი, ი. ჭავჭავაძის 37-ში მდებარეობს და მომხმარებელს უკვე კარგად ნაცნობი სავაჭრო ცენტრ  „ჰოუმმარტის“გაუმჯობესებულ, კომპლექსურ და სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.

დასვენებისა და განტვირთვის განსხვავებულ სტილზე სავაჭრო ცენტრი „ჰოუმმარტი“ არქიტექტურულ ჯგუფ „არესთან“ ერთად მუშაობს და მომხმარებელს სექტემბრისთვის შესთავაზებს შენობის განახლებულ ინტერიერს და ჭავჭავაძის მუდამ დატვირთულ გამზირს შერწყმულ შენობის ფასადს.

„როდესაც სავაჭრო ცენტრის განახლებაზე ვმსჯელობდით, ჩვენთვის მთავარი კითხვა ასე ჟღერდა: რა შეიძლება აკლდეს ქალაქის თანამედროვე რითმში ჩართულ ადამიანს, რომელიც მუდმივად განიცდის დროის დეფიციტს? ამ კითხვის პასუხად კი, შევეცადეთ ერთ სივრცეში გაგვეერთიანებინა ყოველდღიურობისთვის აუცილებელი მომსახურებები და პარკირების პროცესიც სასიამოვნო გაგვეხადა ჩვენი მომხმარებლებისთვის; სავაჭრო ცენტ რის შიდა სივრცე კი – გვექცია განტვირთვისთვის შესაფერის გარემოდ, როგორც ბუნებრივი გამწვანებით, ისე სასიამოვნო და მშვიდი ფერთა შეხამებით; შენობის ფასადი ბუნებრივად შეერწყმება ჭავჭავაძის მუდამ დატვირთულ და ხმაურიან გამზირს“, – განმარტავს სავაჭრო ცენტრის გენერალური მენეჯერი ანი გაგუა.

გარდა არსებული სივრცის განახლებისა, სავაჭრო ცენტრს დაემატება 1800 კვ.მ. მოცულობის საოფისე ფართები გამწვანებული საერთო მოსასვენებლით. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე მოიაზრებენ სამუშაო სივრცის დამატებას.

ჰოუმმარტის“ ლოკაცია ყოველთვის იყო სავაჭრო ცენტრისთვის ძლიერი მხარე, რადგან ქალაქის ცენტრში ყოველდღიურად ასობით ადამიანი ეძებს ახალ ადგილს შესვენების საინტერესოდ და ნაყოფიერად გასატარებლად.

„ჩვენ ეს საჭიროებაც გავითვალისწინეთ და სავაჭრო ცენტრის პირველი სართული დავუთმეთ საკვები ობიექტების ხაზს, რომელიც გააერთიანებს რამდენიმე ბრენდს, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილი სწრაფი კვების ბრენდს „Wendy’s Georgia“ და Dunkin“,  ჯანსაღი კვების მოყვარულთათვის „სკა ჯუს ბარს“, „ბუნო ბაიკის“ კაფეტერიას და მისი ცნობილი სფეშელთი ყავას. გარდა ამისა, აქ შეხვდებით ახალ, ქართული სამზარეულოს კონცეფციის კვების ობიექტს „მეგობარი“ და ყველასათვის საყვარელ „ლუკა პოლარეს“. ასევე, პირველ სართულზე, განთავსებულია საერთაშორისო ბრენდის სუპერმარკეტი „Carrefour Georgia“. გარდა ამ ობიექტებისა, წარმოდგენილი იქნება: Miniso, Korean Cosmetics, Mzera, Botanique, MyDay, Georgia’s Natural, Gourmesso, Tea Mania, Sweet Candy, Musera, სკივრი, Penti, Game Zone, Alhambra Bracetes, Pillow და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბრენდები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი,  ჩვენი სავაჭრო ცენტრი ის ადგილი იქნება, სადაც კომფორტულად შეიძენთ ყველაფერს სახლისთვის, თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის და დროსაც სასიამოვნოდ გაატარებთ“, – გვიყვება ანი გაგუა.

7500კვ.მ.-ზე განთავსებული სავაჭრო ცენტრი კომფორტულ გარემოს, მიმზიდველ ლოკაციას, ორ სართულზე განლაგებულ მიწისქვეშა ავტოსადგომს, მოსასვენებელ, გასართობ, წასახემსებელ, თავის მოვლის ობიექტებსა და სამუშაო სივრცეებს 2021 წლის სექტემბრიდან შესთავაზებს მომხმარებელს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

კინობიზნესი – აკო მაჭავარიანი

ნახეთ: მუსიკალური დროის მანქანა წარსულის გამორჩეულ შესრულებებს აცოცხლებს