in

ნახეთ: ანიმაცია საკუთარი თავის რწმენასა და მოგონებებზე

სახელწოდებით Homebird, Ewa Smyk-ის ანიმაცია საკუთარი თავის რწმენის მნიშვნელობისა და წარსულის შეცნობის ძალაზე გვიყვება. სიუჟეტი ახალგაზრდა მხატვრის, ნინას ცხოვრებას მიჰყვება, რომელიც პატარა სოფლიდან ახლომდებარე ქალაქში მიდის, რათა კარიერა აიწყოს. თუმცა შემოქმედებით ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად, მოგონებებში მაინც უბრუნდება იმ პატარა სოფელს…

BOG
BOG

ანიმაციაში ერთმანეთს ერწყმის 2D და 3D მოდელირება, ასევე ზოგიერთი ელემენტი მარკერისა და აკრილითაა შესრულებული. თავად სიუჟეტს კი ევა სიმბოლურად უკავშირებს თავის ცხოვრებას: „მინდოდა, იმ კონკრეტულ ადგილზე გამეკეთებინა მინიშნებები, რომელსაც გადამწყვეტი როლი მიუძღვის ჩემი პიროვნული, კულტურული და მხატვრული იდენტობის ჩამოყალიბებაში. მჯერა, ამან ჩემი გმირის ისტორია უფრო ავთენტური გახადა“.

ეს დახვეწილი ცნობები, რომელსაც თან ახლავს ევას პირადი ილუსტრაცია და ანიმაციური სტილი, მოიცავს თამამ და ნათელ ფერთა პალიტრას, რომელიც შთაგონებულია ხალხური ნაქარგობის ხელოვნებით, სოფლის სახლების არქიტექტურითა და ინტერიერით, პეიზაჟებითა და ხალხური მუსიკით. ეს მშვენიერი კომბინაციაა, რომელიც შესანიშნავად განასახიერებს იმ გარდაუვალ მონატრებას, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადგილის მიმართ გვიჩნდება…

Homebird-ის კიდევ ერთი საკვანძო თემაა ხელოვანი, რომელიც თავის შემოქმედებით იდენტობას ეძებს და ამ გზაზე ეჭვების მორევში ეშვება. „როგორც არტისტმა, აუცილებლად უნდა შეახსენოთ საკუთარ თავს, რომ თქვენი ხედვა უნიკალურია“.

რა თქმა უნდა, სიუჟეტის დასასრული კიდევ ერთ სამწუხარო სიმართლეს ავლენს: მიუხედავად იმისა, რომ „სახლი“ ისევ იქაა, ის აღარასოდეს იქნება იგივე. ცხოვრება იცვლება, ჩვენც ვიცვლებით და, შესაბამისად, ვეღარასდროს დავბრუნდებით იმ კონკრეტულ წარსულში. თუმცა მოგონებები ყოველთვის ჩვენთან რჩება.

როგორ გადაიღეს პირველი ფერადი ფოტო ისტორიაში?

გააზრებული გადაწყვეტილების დროა – შავი პარასკევი სმარტ აკადემიაში