in

ფორუმი „სახლი და ბიზნესი“: 12 დეკემბერს Homeis.ge მორიგ მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს

12 დეკემბერს ონლაინ ჟურნალი homeis.ge სასტუმრო “ტელეგრაფში” მასშტაბურ ღონისძიებას გამართავს. ფორუმი, სახელწოდებით „სახლი და ბიზნესი“  ერთ სივრცეში მოუყრის თავს არქიტექტურისინტერიერის დიზაინისუძრავი ქონებისსამშენებლოსარემონტოავეჯისა და სხვა მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს.

უკვე ხუთი წელია, homeis.ge არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით სანდო მედიაპლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ასიათასობით მკითხველს ინდუსტრიის სიახლეებსა და პროფესიონალების რჩევებს უზიარებს. ბოლო რამდენიმე წელია, ღონისძიება რეალურ გარემოში აერთიანებს ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რომლებსაც Homeis.ge აძლევს საშუალებას, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი ხედვები, ცოდნა და გამოცდილება. ამას გარდა, ეს არის პლატფორმა საქმიანი ურთიერთობების დამყარებისთვის, რომლის ფარგლებში კომპანიებსა და ინდივიდუალური პროფესიონალებს ეძლევათ შანსი, ჩამოაყალიბონ ახალი ურთიერთობები და თანამშრომლობის მოდელები.

აღსანიშნავია, რომ წელს ღონისძიება განახლებული ფორმატით ჩატარდება. გარდა ტრადიციული არქიტექტურული ნაწილისა, მიმდინარე სეზონზე ღონისძიებას ემატება ახალი, სტრატეგიული მიმართულება — უძრავი ქონება, რაც პროგრამას კიდევ უფრო მრავალმხრივსა და მნიშვნელოვანს ხდის. მოწვეული გამომსვლელები განიხილავენ საბაზრო ტენდენციებს, განვითარების მოდელებსა და თანამედროვე პრაქტიკებს ამ მიმართულებითაც.

უკვე მესამე წელია, რაც ფიზიკურ სივრცეში ვხვდებით აუდიტორიას და მათ საუკეთესო პროექტებსა და ტენდენციებს ვაცნობთ. წლევანდელი ფორუმი – „სახლი და ბიზნესი“ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ამ აქტუალური მიმართულებების ერთობლიობაზე გაამახვილებს ყურადღებას. უძრავი ქონების მიმართულების დამატება მნიშვნელოვნად გააძლიერებს დარგთა შორის კოორდინაციას — გაამყარებს დიალოგს არქიტექტორებს, დეველოპერებსა და ბროკერებს შორის, შექმნის საერთო ხედვებს და ხელს შეუწყობს სამართლებრივი, ტექნიკური და კომერციული პროცესების უკეთ გააზრებას. შედეგად, ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება იმისთვის, რომ მთელი ინდუსტრია უფრო სტრატეგიულად, ინფორმირებულად და ერთმანეთთან თანხვედრაში განვითარდეს,“ – აღნიშნავენ homeis.ge-ში.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ონლაინ პლატფორმა Tkt.ge-ზე.

ბილეთების კორპორატიულად შეძენის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ homeis.ge-ს კომერციულ სამსახურს და ინვოისის მისაღებად გადაგზავნონ საჭირო ინფორმაცია (შპს-ს რეკვიზიტები და ბილეთების სასურველი რაოდენობა) შემდეგ მისამართზე: sales@marketer.ge

ღონისძიების პარტნიორები:

TON designm2Home by DressupTBC Capital,  Mosaics,  Silk DevelopmentBuildyსაოფისე ტექნოლოგიები (Office Technologies)SignallარქიRender GroupLutecia,  Atelier Rebul,  IPS • აიპიეს,  Atlas Concorde, Aura Concept • აურა კონცეპტი.

თიბისის რჩეული პერსონალური ბანკირები – ახალი მოტივაციის სისტემის პროექტი

ალდაგმა 2025 წლის 9 თვეში მომხმარებლებს 75 მლნ ლარი აუნაზღაურა