11
Nov
2019

Amazon, სათავო ოფისის ტერიტორიაზე, უსახლკაროთა თავშესაფარს აშენებს 

11 Nov 2019

2 წლის წინ, სიეტლის უსახლკაროთა თავშესაფარ Mary’s Place-ის ხელმძღვანელმა მარტი ჰარმანმა Amazon-ისგან ამანთი მიიღო – ოქროს გასაღები. ეს იყო სიმბოლო 8 სართულიანი შენობისა, რომელიც მათსავე სათავო ოფისის ტერიტორიაზე აშენდებოდა.

იმ დროისთვის თავშესაფარი Amazon-ის კამპუსში, Travelodge-ის სასტუმროში იყო. კომპანიის ხელმძღვანელობას სულ უნდოდა, შენობა განეახლებინა, რომ უსახლკაროებს კეთილმოწყობილ გარემოში ეცხოვრათ. 2017 წელს მერსი ჰარტმანს, ოქროს გასაღები რომ გაუზავნეს, სწორედ ეს ამბავი აუწყეს და მუშაობა მაშინვე დაიწყეს. შენობა, თითქმის, უკვე დასრულებულია.

თავშესაფარი 2020 წელს გაიხსნება და ერთდროულად 275  ადამიანს მოემსახურება. ეს სიეტლის უსახლკაროთა მხოლოდ მცირე ნაწილია, მათი რიცხვი, ჯამში, 12 500-მდეა. თუმცა, ეს უაშინგტონის შტატში ყველაზე დიდი თავშესაფარი იქნება.

საცხოვრებელი გათვლილია სხვადასხვა თაობის ადამიანებისთვის. თავშესაფარში 30 ოთახია.

 

განხილვა